.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 30 » აპოკრიფები.
22:16
აპოკრიფები.


აპოკრიფები.
სწორედ ის დროა პეტრე ტიროდეს,
ორთავ თვალიდან ცრემლი სდიოდეს,
უფალ იესოს სისხლი სწყუროდეს,
მაცხოვარისვე ხორცი შიოდე
მოდის დრო როცა აპოკრიფები
გადმოლახავენ ტაბუს სამანებს
და მოირგებენ წმინდათ შენახულ
საბედნიერო კაბა-მაქმანებს.
მათი გვარიდან წარმოჩინდება
ზეციურ სარძლოს ხელის მომკიდე.
ო,რა დრო მოდის ჯერ არ ნახული,
აწმყო-წარსულის თავით დამკიდე.
რაღაც წამებში ჩვენ შევიცვლებით
ხორცი გახდება სულის სამოსი,
წარუვალობით გაიჟღინთება
წარმავალობის ტანისამოსი.
და ყველაფერი რაც გვაკავშირებს
შენივთთება და გადიადდება
და სიყვარულის საგალობელით
უკიდეგანოდ ახმიანდება.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 991 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]