.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » ალბათ სულ მუდამ მარტო ვიქნები
15:20
ალბათ სულ მუდამ მარტო ვიქნები

დღე დღეს მისდევს და კვლავ მაგონდები,

არ მასვენებენ წარსული ფიქრები.

ისევ მიყვარხარ, ისევ მჭირდები, ისევ ვოცნებობ,

განწირული ვარ! ალბათ სულ მუდამ მარტო ვიქნები.

 

მინდა ვიცოცხლო ათასი წელი შენზე ფიქრებში,

მინდა სიცოცხლეს მოვეფერო შენზე ოცნებით.

სინათლე მინდა, შხაპუნა წვიმა, ლამაზი მთვარე

და შენს თვალებში გადაშლილი უძირო ღამე.

 

მე კვლავ ვიტირებ მოგონებებს გათენებამდე,

შენზე ლექსს დავწერ და წავუკითხავ უჩუმრად მთვარეს.

ნეტავ იცოდე, როგორ მინდა მე დღეს სიცოცხლე

მაგრამ რად მიღირს, თუკი ამქვეყნად მარტო ვიცოცხლებ..

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 831 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]