.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 25 » ახლა სად გაქრა უკუნი ღამე და სიმარტოვე ჩემი ცხოვრების?!
11:43
ახლა სად გაქრა უკუნი ღამე და სიმარტოვე ჩემი ცხოვრების?!

ახლა სად გაქრა უკუნი ღამე და სიმარტოვე ჩემი ცხოვრების?! 
ცხადლივ აღვიქვი სრულქმნილება ვარსკვლავის ფერთა, 
ეს ხომ სიცოცხლის ზეიმია...მონაპოვრების... 
მტრად შემოფარგლულ წრებრუნვაში მივედი ღმერთთან.

ამოცურდება უკვდავების დინჯი ტიტანი 
და ნაირფერად ღიმილს მოჰფენს ტაძრებს მადლიანს, 
ან ბედისწერის ფერხთით დასცემს ცდომილ საუფლოს, 
ან ალალბედზე მიმოფანტავს მზერას ნაღვლიანს...

ოდეს გაქრება ღვთის წიაღის ჭირთა თმენანი, 
გადავეშვებით საკუთარი ჭიდილის ჩქერში... 
გამოიგონებს სიყმაწვილე წვიმიან ზღაპარს 
და ვიდრე ვცოცხლობთ სიყვარული არ კვდება ჩვენში...
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 845 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]