.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 17 » ახალი ცხოვრება
11:29
ახალი ცხოვრება
ვწერ თეთრ ფურცელზე ლექსებს,
განდობთ ჩემ გულის ტკივილს.
ღამით გამოღვიძებული ვერ ვიოკებ ფიქრებს
და ფანჯარასთან ვუსმენ ქარის კივილს.
სიყვარულისგან დარჩენილ იარებს,
ვერ გამიყუჩებს დრო გასული უსაზღვროდ,
ყოველდღე ვუყურებ კალენდარზე ჩამოხეულ ფურცლებს,
დრო გადის, დრო გადის უაზროდ.
ტკივილი უკვალოდ გაქრა,
უაზრო ფიქრები კი დარჩა,
დღეიდან გივიწყებ პატარა,
დღეიდან უაზრო ცხოვრება მორჩა.
აღარ მინდა ვიწუწუნო ცხოვრებაზე,
აღარ მინდა ვინმემ ითამაშოს ჩემს გრძნობებზე,
აღარ მინდა დრო დავხარჯო შენს მონატრებაზე,
არარ მინდა ვიცხოვრო ძველ მოგონებებზე.
დამთავრდა ძველი და დაიწყო ახალი,
იწყება ახალი ცხოვრება ჩემში,
აღარ მინდა გავიხსენო ის ურცხვი ქალი,
აღარ ვიწვევ სიყავარულს ომში.
დღეიდან ვიცხოვრებ სულ სხვა გრძნობით,
აღარ მაინტერესებს ჩემს ლექსზე თქვენი კრიტიკა,
დავიღალე თქვენი უნდობლობით,
თქვენს გამო აღარ ამერევა ფსიქიკა
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 786 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]