.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 28 » აქ დავეცემი,ტრიალ მინდორზე
16:56
აქ დავეცემი,ტრიალ მინდორზე


აქ დავეცემი,ტრიალ მინდორზე
სამყაროების გზაჯვარედინზე,
მივითიბები ხელ აპყრობილი,
შენელებული კადრის სიმშვიდით.

გადაირწევა დროის სამანი
უკანასკნელი გლადიატორის
და გაიელვებს მთელი ცხოვრება
მარტო შთენილი ერთის და ორის.

აი ბავშვობა, ზღვა სიხარული
აღმოჩენების გზა უსასრული.
პირველი ტკენა ,პირველი წყენა
და გამარჯვებაც პირველი სრული

თავის თავ უბმელ დაუდგრომლობით
მოგელვებული ახალგაზრდობა,
ბრძოლა,ცხოვრება,თავის დადება,
სიყვარული და მოყვასის ძმობა.

იცვლება კადრი...ჩვენი შეხვედრა,
დრო მიღმიერი დეკორაცია,
კადრების შორის შენი სიცილი,
მარტის სიცივემ თუ შემაცია.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 883 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]