.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 19 » 21-ე საუკუნის თანამედროვე, ქართველი პოეტები
15:43
21-ე საუკუნის თანამედროვე, ქართველი პოეტები

მთვლემარე თვალები, ამ ღამის სიდიდე,


გამოფიტული თამბაქოს შევსება.

მელანქოლია, კედლების სირბილე,

  შენ რომ ცნობ სამყაროს, მე იმის მერე ვარ.

პერგამენტს უჭირავს დახრილი მარცვლები,

ლარნაკში ჩამომშრალ ტოტების გუბეა.

დუელში გაწვეულ მარტებთან ვმარცხდები

  ცარიელ აპრილის უმზეო ყურე ვარ.

აუშვით, იალქნებს ებრძოლონ ქარებმა,

მარტივად ვუმტვრიოთ დარაბას საკეტი.

დღევანდელ ცოდვები დღევანდლით ბარდება,

თვალს ვათვალიერებ დამტვრეულ სარკეთი.

არავთვლი საჭიროდ ვიცხოვრო სრულიად,

ამდენი ცრემლებით დავღვარო გოდება

თუ მარადისობით აღსავსე სული მაქვს

თუ მარადისობაც სადმე არ მომბეზრდა.

რაღა დროს ხორცი და რაღადროს სულია,

დამტვერილ სარკეთი ვისწორებ საყელოს.

თუ წავალ ვერ გეტყვი, რომ შემთან მწყურია

უბრალოდ დრამატულ ცხოვრებით ვსარგებლობ.

 

 

 

 

 

 

პასუხი მელექსე გოგოს

 

 

 თქვენ ჩემს სხეულში ტერენტი ნახეთ?
  იქნებ გალაკტიონs  შემადაროთ.
  იქნებ მოისურვოთ და მერიც გახდეთ,
  გალაკტიონივით თავი შემაყვაროთ.
  მე მხოლოდ კოლხეთის მიწა მაბარია
  და სტრიქონები ქარში მრავლდებიან.
  ტერენტი? ტაბიძე? ღმერთო რა ამბავია.
  რამდენი პოეტის სევდა დამტევია.
  მე თუ სილამაზე,ლექსებში ვიპოვე 

და სევდანარევად მომინდა წაკითხვა,

მინდა მიტოვებულ პოეტად მიცნობდე

და ამის გამო ნურასდროს გამკიცხავ.

მერე რა მოხდა თუ ცამეტი ტყვიიდან,

ერთი სასიკვდილე შუბლში დავიხალე,

ტერენტი გრანელის ცრემლნარევ ფიქრიდან 

სიკვდილებ დაყრილი გზები გავიმრავლე.

მე არც გალაკტიონს და აღარც ტერენტის,

თუ სადმე მიპოვე აღარ შემადარო,

ეს ჩემი მდინარე სულ სხვა ხსნას შეერთვის,

სადაც სტრიქონებით მარტო ვნიავქარობ.

ტილოზე დაჭრილი მხრები მოვიშუშე,

ღვინოს დავეძალე, ჩემსავით დარდიანს.

ოთახის კუთხეში მორცხვად მოვიღუშე,

ალბათ ტერენტივით უსისხლოდ დამცლიან.

კიდევ საფიქრალი რამდენი დამრჩა და

ქალის თავშალიდან ვიგრძენი სიცივე.

თუ ჩემს დაკრძალვაზე ლექსები გაჩაღდა,

დარწმუნებული ვარ არასდროს მიტირებ.

ჰოდა, განერიდე მილეულ სტრიქონებს

ალი მოგედება, ცოცხლად დაიწვები.

ჩემი აგონია ფერფლად დაგიტოვებს

და სველ ქვაფენილზე მტვერად გაიშლები.

მე გული მატკინეს ნაზად, მოფერებით,

ჩვენ ერთი ღამის დიდი გმირები ვართ.

შენ თუ გაწუხებენ ასე პოეტები,

გეტყვი საქართველოს შვილები ვართ.

მე მხოლოდ კოლხეთის მიწა მაბარია

და სტრიქონები ქარში მრავლდებიან

ტერენტი? ტაბიძე? ღმერთო რა ამბავია.

რამდენი პოეტის სევდა დამტევია.

სამ სახეს ხედავს თურმე ეს გოგონა,

ჩემი სასიკვდილე მკაცრი მანერიდან.

"მუს ინმოჯინეთ, ვეგებგ მუ გოკონა"

ღორონთს მადლობა, რომ მოვდივარ გრანელიდან.

ოცდამეერთეს კარი შევაღე და

მერვე წლისთავზე დავწერე ეს ლექსი.

ნეტავ იმ ცამეტ ტყვიას შემახედა,

ერთს შუბლში დავიხლი და თორმეტს შენ გესვრი.

 

 

 

 

 

 

 

ზურა სალუქვაძე

 

 

 


 

 

 

 

 

 

როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ.....

 

 

 

მე მეზიზღება წარსულით ტრაბახი
როცა ვარძია გვენგრევა აწმყოდ,
ჩვენ თუ არ შევქმნით ხვალინდელ დილას,
ვწეროთ წარსული და თაროზე ვაწყოთ.
მე მეზიზღება იმის ძახილი, რომ
მხოლოდ ჩვენა ვართ ყველაზე კარგები,
ასე მგონია რომ ამ რაღაც ზედმეტი
 თავის ქებაში ჩვენ დავიკარგებით.
იქნებ არა ვართ ყველაზე მაგრები,
მაგრამ შეგვიძლია რომ ვიყოთ კარგები,
იქნებ შეგვიძლია რომ არ გვჭირდებოდეს
"რევოლუციები" ..... თუნდაც "ვარდების"
მე მეზიზღება ის ისტორია,
სამშობლოს რომ ყიდდი ვაი ქართველო.....
მაგრამ მადლობა ღმერთს რომ გმირები
უფრო ბევრი ჰყავდა.....საქართველოს!
ავიღოთ თუნდაც ქართული სუფრა,
სადაც ქართველნი ქართველებს ვლოცავთ,
იმაზე რა ვთქვათ როცა დავთვრებით და
ისევ ქართველები....... ქართელებს ვხოცავთ.
იმაზე რა ვთქვათ რომ ქრება სიყვარული,
პატივისცემას ედება მტვერი,
და რომ ქართველმა ქართველს აგრძნობინოს
უბრალოდ თანადგომა ............გვჭირდება მტერი!
კარგით, ვიტრაბახოთ წარსული დიდებით,
ხოტბა შევასხათ სამშობლოს მსახურებს,
ეს იმათ შექმნეს ასობით წლის წინ
და სატრაბახოც .... დაიმსახურეს.
მე კი მეზიზღება წარსულით ტრაბახი,
როცა დღეის კულტურაში არაფერს ვამბობთ,
როდესაც თამარს წმინდანად ვიფიცებთ,
მისი ვარძია კი გვენგრევა აწმყოდ!
ჩვენი წინაპრები სისხლში ირწყვებოდნენ,
ჩვენ კი ვზივართ და ამაზე ვბჭობთ!
და ზეცას ვაზანზარებთ შეძახილებით,
რომ საქართველოს გაუმარ - ჯოოოს !!!

 

 

 

 

 

რომ ვარ პოეტი......

 

 

ფული არ მინდა..... ფულისთვის არ ვწერ,
და არც დიდება.....ის თქვენთვის დამითმია,
დამტოვეთ ისეთი როგორიც ვიყავი,
განდიდებისთვის ....ლექსები არ მითქვია.
ჩემი ჰონორარი?.... გულწრფელი ტაშია,
გულწრფელი ღიმილით..... გამდიდრებული,
მე არ მაქვს სურვილი ხოტბა შემასხან და
ვიდგე სცენაზე....... განდიდებული.
მერე რა მოხდა თუ ..... შევქმენი ლექსები,
მე პოეტობას არ ვირქმევ სახელად,
მეც მივალ, მეც ვნახავ.... ჩემსავე შექმნილს,
და ჩემს ლექსებთან მეც მნახავთ მნახველად.
ფუჭი კრიტიკით კი ნუ გადამივლით,
მე ხომ ზრდილობა არ დამიმსხვრევია,
ეს თქვენ გეხებათ ვისაც არ მოგწონთ,
თქვენს მოსასმენად.... არც მიწერია.
ფული არ მინდა ...... ფულისთვის არ ვწერ,
და არც დიდება.... ის თქვენთვის დამითმია,
მე ვრჩები ისეთად.... როგორიც ვიყავი,
და რომ ვარ პოეტი..... მე ჯერ ეს არ მითქვია!

 

 

 

 

ო,რა მაგარი ქალი ხარ

 

 

 

უდაბნოში რომ აღმოვჩნდე,
შენ ერთი ჭიქა წყალი ხარ,
დასაწყისშივე გეტყვი რომ
„ო რა მაგარი ქალი ხარ!"
შავი ღვინის გაქვს ტუჩები
მაშინ როდესაც ლოთი ვარ
და როცა თრობა მინდება,
მეც შენთან სტუმრად მოვდივარ
აი მაშინ კი დავთვრები,
ჩავიძირები სასმელში,
იმას ალერსით გადმოგცემ,
რასაც არ გეტყვი სათქმელში,
 ცხოვრებას რისკით შევხედავ
სიკვდილ-სიცოცხლის მკვლევარად,
თუ მთასვლელობა შევძელი,
მე შენ დაგიპყრობ მწვერვალად.
ღრუბლებს კი ნუ ემალები,
გიხდება მათგან გამოსვლა,
და როცა მწვერვალს დავიპყრობ
შენ მზის იქნები ამოსვლა,
ვარდების ზღვაი გიხილე,
ლექსი გიძღვენი უთქმელი,
ვარდებს სურნელი აღარ აქვთ
ვარდებს აქვთ შენი სურნელი.
ხედავ რა ქალი ყოფილხარ?
შენსკენ ლტოლვა რომ დიდია,
შენზზე მაგარი კაიფი
მე სულ ფეხებზე მკიდია.
ეს ვარდები კი ძვირფასო,
გრძნობებით მოქარგულია,
არც ერთი არ მიყიდია,
სულ ყველა მოპარულია!!

კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 3572 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]