.

მთავარი » 2012 » ნოემბერი » 18 » ***
20:17
***


რა მშვენიერი დღეები იყო,
იწერებოდა წიგნებში ბედი,
ახლა ამ ლექსებს ნაცარი იყოფს,
მე სულელი რომ შენს სახლთან ვწერდი.

რა გულმოდგინედ უკრავდა წვიმა,
რა გულმოდგინედ მოთქვამდა ღამე,
რა კარგი იყო რომ წლების წინათ,
ლექსს მკარნახობდა სულელი მთვარე.

რა მშვენიერი დღეები მაწვიმს,
რა მშვენიერად აპრილი გვღლიდა,
რამდენი ლექსი ვწერე და დავწვი,
შენი გაცნობის პირველი დღიდან.

ნუგო გვენეტაძე

კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 1059 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]