მთელი ცხოვრება ტკივილიდან ვუმზერ სამყაროს, გეძებ და გიხმობ,დავბერდი თითქმის; აუხდენელი ხარ ოცნება,დამშრალი წყარო... ეს სიცოცხლე კი_ თვალ და ხელს შუა ქრება და მიდის;
გიხმობ შორიდან, სად გეძებო გადახვეწილი, იქნებ ამ ქვეყნად არც ყოფილხარ,არც გიცხოვრია, იქნებ ციხე ხარ აღებული და დალეწილი, ისე გამქრალხარ,მეციხოვნეც არა გყოლია.
იქნებ სუნთქვა ხარ,აწ ჩამქრალი და გარდასული, იქნებ იმიტომ ვეღარ მოგწვდა ჩემი ფიქრები, იქნებ ტუილად დამიხარჯავს ლექსი ქართული, ვეღარ შეიცან რაც ვიყავი,ანდა ვიქნები;
გულში ჩატეხილ ხანჯალივით ჩამრჩა ტკივილი, გეძებ და გიხმობ,მიბრუნდება ექოდ უკანვე, ვერ მოგაწვდინე განწირული სული კივილი და ჩემს სატკივარს ვეღარ ვუწამლე.
|
როგორც ნაფოტმა მღელვარე ზღვაში, დიდხანს ვეძებე მყუდრო ნაპირი, ძებნაში ლამის გაქრეს სიცოცხლე, გამძვრეს სული დათყავი ცხრაპირი.
მე ბევრჯერ ვმდგარვარ უფსკრულის პირას, მოვბრუნებულვარ ბედის მორჩილი, რადგანაც მთხოვდნენ შენი თვალები, მათი თილისმით ვარ შებოჭილი;
და თუ ცხოვრებით ასე დაღლილი კვლავ ზურგს შევაქცევ უცხო ზმანებებს, შენი თვალების ღვთიური შუქი წყვდიადს ადვილად არ დამანებებს;
და თვით სიკვდილსაც შევხვდები მშვიდად, უცილო გაყრას სულის და ხორცის, რადგან იქ მელის შენი თვალები_ ჩემი კეტილი იმედის კონცხი.
|
გულში ჩამბეჭდვია შენი სილამაზე, დროის ულმობლობა ვეღარაფერს აკლებს, ისე მენატრება შენი სიახლოვე, რომ აღარ ვიცი,ახლა სად გეძებო, ანდა რა გიწოდო... მოგონების ფურცლებს ფერი აღარ შერჩათ... მწარედ მეცინება:სახელიც ვერ გკითხე, მისამართად შენი ღიმილიღა შემრჩა.
შენი გაღიმება_ნაზი,მიმზიდველი, ასე მშვენიერი ერთი მხოლოდ შენ ხარ, ისე დამკარგვიხარ,ისე მენატრები, ისე მომდომია შემახვედრა შენთან;
მუხლზე დაჩოქილი ვარსკვლავთ ვევედრები, ცრემლი მომერიოს, ლამის,ისე გნატრობ, ცისკრის ვარდისფერი გოდოლს უმტვრევს ღამეს... ჩემი სიხარული შემიწირავს,ვდარდობ.
ბებერ დედამიწას შუქი მოჰფენია, მზერას ურცხვად მტაცებს ჩქერი ნაკადულის, ვუმზერ,ყველაფერში შენი ღიმილია, შენი ღიმილია ჩემი სიხარული.
|
ო,მომენატრა მე ის ცრემლები, განცდა,ტკივილი,მარტოობის ჩვეული დარდი; ო,მომენატრა მე ჩურჩული შენი სახელის და კიდევ იგი,რაც აღარ არის, მონატრებების მონატრება მომნატრებია... მომნატრებია პირველი ლექსის ღვთიური ჰანგი; ო,მომენატრა შენი თვალების ელვარება, ტუჩები,თმები, ის თეთრი მკერდი, უნებურად სხვას რომ შესწირე... მგონი დამლეწეს,აღარ შემრჩა გოდოლი მრთელი, არ დამიტოვეს ჩემი წილი ულუფა მცირე. მომნატრებია... ო,ბევრი რამ მომნატრებია, საოცარია... წუხელ მხოლოდ ვინატრე ძილი, აღარ მებადა აღარაფერი, არც რა მახსოვდა,არ მაწუხებდა,აღარც დრო და აღარც მანძილი; ...გამომარვიზა გაზაფხულის მზის ანცმა სხივმა, წამსვე ვიგრძენი: გულს სწყუროდა, ბორგავდა , თრთოდა... მენატრებოდა მენატრებოდა რაც დამიკარგავს ძგერდა გული და მთელი ძალით შენ...შენ გიხმობდა.
|
გთხოვ,არ დამემდურო, იმ ტივის ბრალია, მეჩეჩზე შეჯდა და ეს გულიც დალია... ხომ იცი,რომ კვეხნა მე არა მჩვეოდა, სიმართლე სათქმელზეც ზედმეტი მრჩებოდა; მდინარე მე მარტომ, ამ მკლავით გადმოვცურე, შენთვის ამ გულიდან სისხლი გადმოვწურე, მე მაინც მოვედი, შენთან მოვაღწიე, თითქოს ტყვეობას თავი დავაღწიე... და მაინც,ეს გზები შენ ვეღარ გწვდებოდა.... ვეღარ გავთვალე, რომ შენი გული, ამგვარი მსხვეროლითაც ვეღარ გაძღებოდა.
|
ეჰ,ვინ გაიგებს, რა იმალება უძირო ზღვაში, ვინ გონიერი კაპიტანი მიანდობს ხომალდს ზღვის სილამაზეს, თუნდ წამითაც ვერ მოსწყვიტოს თვალი, ზღვა რას დაეძებს, როგორ განძს შთანთქავს... ეჭვით შევყურებ შენს ლამაზ თვალებს!
(დაამატა ნ.კოლხმა)
|
გოგოვ! შენს თვალებს როცა მზის სხივი, გაათბობს,როგორც ამ ცოდვილ მიწას, მაშინ მიყვარს მე, ყველაზე მეტად, თუკი შენთან ვარ, ეს დედამიწა!
|
გულს ძლიერ უნდა ვილოცო შენზე_ სხეულს არ ძალუძს. გულს მიაჩნიხარ სალოცავ ხატად, გაღმერთებს გული... ძალიან მინდა მუხლზე დავეცე, გემთხვიო ფეხზე და აღსარებით განვკურნო სული; მაგრამ მაშინებს მონანიების ბოლო წამები: გაიგებ?იგრძნობ? უმკურნალებ ჭრილობებს ჩემსას? და რომ წავიწევ დასაჩოქებლად, გაწამებული შეშდება გული, უფრო მეხსნება მძიმე ჭრილობა და ამით უფრო ღრმავდება წყლული.
(დაამატა ნ.კოლხმა)
|
1.არ თქვა ვინმეზე მეტი ხარ რამით, არ თქვა ვინმეზე მეტი შექმენი, არავინ იცის დრო ვის რად გვაქცევს "დრონი მეფობენ, და არა მეფენი".. 2.მე აღარ ძალმიძს ტირიფებივით ცრემლები ვღვარო, უღირსებისთვის ამდენი ფიქრი დასანანია. 3.შენს სიყვარულს ტკივილი მოაქვს,მაგრამ ამ ტკივილს ვერაფრით დავთმობ... 4.მე მიყვარს ხე და იცი რატომ??ყველაფერს ისმენს და არაფერს ამბობს. 5...და მეც გავხდები მარიონეტი, მეც ვითამაშებ დრამაში სადაც... ცხოვრების დიდ და ცოდვილ სცენაზე ყველა მოკვდავი ერთმანეთს ბაძავს 6.ვერსად წაუვალ მღვრიე სიმარტოვეს და ვიცი სიჩუმე კლანჭებში მომიქცევს ,მე ხომ სიყვარული დროებით მათხოვე ...უკან დაბრუნებაც სულ მალე მომიწევს.. 7.მარტოდ დარჩენილ ჩემს სასაფლაოს როცა დაათოვს ცივი ფიფქები.შენ მაშინ მოხვალ; ჰო, მაშინ მოხვალ, მაგრამ ამ ქვეყნად აღარ ვიქნები. 8.შენს სიახლოვეს გული რად ითხოვს ან უშენობას რატომ განვიცდიი რატომ მიყვარხარ, რომ შემეკითხო ვერ გიპასუხებ, რადგან არ ვიცი.. 9.მე და შენ ვინმე თუ შეგვადარებს, იტყვის: -არ გვანან ერთურთს ძალიან... შენ გავხარ მზიან, მომღიმარ დარებს, მე კი ღამეებს უფრო მთვარიანს
...
კითხვის გაგრძელება »
|
|