.

მთავარი » 2013 » იანვარი » 13


ადამიანო!
დაწყევლილო დედის მუცლიდან,
დადიხარ ქვეყნად მარტოსული,მიუსაფარი...
და გამუდმებით ეძებ დაკარგულ
ნახევარს შენსას_
მოჭრილ მარჯვენას,
დათხილ თვალებს,
დაკარგულ სითბოს
და გულს,რომელიც ამოგაცალეს
და სხვად გაქციეს;
მთელ შენს სხეულში გაწოლილა
უძირო ვნება და ისე გტკივა შენი წარსული,
როგორც ამორძალს მოჭრილი ძუძუ.
მთელი ცხოვრება სისხლით და ოფლით
არწყულებ მიწას და არც კი ფიქრობ,
რომ ამ მიწიდან აღმოცენდება
იფქლიც და ღვარძლიც;
მთელი ცხოვრება,სულ მიელტვი რაღაცას_
დიადს,მარადიულს და ამაღლებულს
და სასოებით შეჰყურებ ზეცას_
იქნება ზეცის გაიღოს კარი...
იქნებ სულ ოდნავ მაინც ამაღლდე საკუთარ თავზე
და ერთი გოჯით მაინც მოსწყდე ამ ცოდვილ მიწას...
მაგრამ ამაოდ,
შენი სხეული მძიმეა მეტად...
და აღტკინებებს ადვილად სცვლის სასოწარკვეთა.
მთელი ცხოვრება ფაცი-ფუცობ,წვალობ,ჯახირობ,
ერთგვარად გტანჯავს სიყვარულიც და სიძულვილიც,
ხან სიცოცხლეს და გაზაფხულებს ეპოტინები,
ხან სულს გიშფოთებს წარსულზე ფიქრი
და შემოდგომის სევდა ფარული;
დღითი-დღე კარგავ
სულზე უტკბეს ადამიანებს,
და სიკვდილამდე
მათზე ფიქრი გადარდიანებს...
კარგავ იმედებს,
აკოწიწებ ისევ თავიდან
და ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥პოემები |ნახვა: 2175| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


                                          
                                           
ატეგორია: ♥სასიყვარულო MP3 |ნახვა: 1595| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


საქმეც ის არის,
ჯვარზე გაკვრის ჩაგთვალონ ღირსად,
თორემ ბარაბა ქვეყანაზე
ისეც ბევრია...
გული არ დაგწყდეს,
თუ აღდგომა აღარ გეღირსა,
მაინც ასე სჯობს,
ბარაბებთან რა დაგრჩენია?!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 868| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ჩემი სამშობლო,სულ ერთი მუჭა,
პატარავდება თანდათან უფრო;
ზარი და ...უხმო?!
მახვილი_უფხო?!
წალკოტი_ უწყლო?!
არწივი_ უფრთო?!
მე მმართებს მათი
და ვალს ვერ ვიხდი,
ვითვლი იარებს და თვალებს
ვხუჭავ...
პატარავდება დღითი დღე,უფრო.
ისედაც მცირე,
სულ ერთი მუჭა!!!

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 949| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



_უნდა გაეძლო...
_მოეთმინა...
_შეჰგუებოდა...
_ეს ლაჩრობაა და უგნურება,ო,დიდზე დიდი...
ჩვენ ასე ვმსჯელობთ,
არც გვრცხვენია ჩვენი ფიქრების
და მოგვაქვს თავი
ყოველივე სიკეთის ღირსად.
გაეძლო?_ვისთვის!განა ვღირვართ
ამხელა მსხვერპლად?!
ჩვენ რა მივაგეთ
სანაცვლოდ მისდა?

ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 933| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ მოგწყინდება შექსპირი და 
ყვითელი დანტე... 
ამოვარდება საზარელი, 
როდესაც ქარი, 
შეხვალ ტაძარში, 
ვით დაღლილი კათაკმეველი 
და...ვაი,მაშინ, 
იმ დედოფალ ტყემლების ბრალი_ 
ჩამოინგრევა წამით ზეცა, 
გამოჰკრავ ჩახმახს, 
თითქოს იფენდე 
ამაყ მკერდში 
ცეცხლოვა რითმებს, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 997| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ახლა იმ გრძნობებს
წარსული ჰქვია,
ვიხსენებ,როგორც
გაყინულ კვირტებს,
და თუ ცრემლები
გამცემენ გვიან,
გემუდარები,
არ გაგიკვირდეს!

დრომ ყველაფერი
სადღაც წაიღო,
ქარს გაატანა მტვერი და ფერფლი...
დავლიოთ ძმებო,
შენდობა იყოს,
რაც ადრე მწამდა
და ლექსად ვერ ვთქვი!
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1008| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



ოხრავდა ქარი,ტიროდა მოთქმით 
და მომეჩვენა,ქარი კი არა, 
ეს იყო ვიღაც ,ძალზე ნაცნობი 
და მეც მტკიოდა მისი იარა; 

იქნებ ეს ქარი მისი სულია, 
ვინც ვერ მოერგო მიწის სარეცელს, 
ვინც სიკვდილს ებრძვის გილგამეშივით 
და უკვდავებას სხვაგან დაეძებს; 

და ახლა,როცა ასე თენდება, 
და ახლა,როცა ასე ღამდება, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1041| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 



                                         
ატეგორია: ♥სასიყვარულო MP3 |ნახვა: 1728| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 




                                           
ატეგორია: ♥სასიყვარულო MP3 |ნახვა: 1476| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა