ინციდენტი საავადმყოფოში ქირურგი მოვიდა საავადმყოფოში, რადგან დაურეკეს, რომ პაციენტს ესაჭიროებოდა გადაუდებელი ოპერაცია. პალატასთან იცდიდა პაციენტის მშობელი, რომელიც ყვირილით მიეჭრა ექიმს: -"ამდენი ხანი სად იყავით? არ იცით რომ ჩემი შვილი საფრთხეშია? პასუხისმგებლობის გრძნობა საერთოდ არ გაქვთ?" - "როგორც კი დამირეკეს, მაშინვე გამოვეშურე თქვენი შვილის დასახმარებლად. ვეცადე სწარაფად მოვსულიყავი. გირჩევთ დამშვიდდეთ და მომცეთ საშუალება გავაკეთო ჩემი საქმე"-უპასუხა ქირურგმა -"დავმშვიდდე?თქვენი შვილი რომ იყოს ჩემი შვილის ადგილზე, თქვენი შვილი რომ კვდებოდეს თქვენ დამშვიდდებოდით?" ექიმმა გაიღიმა და უპასუხა: -" საღვთო წიგნში წერია" მიწა ხარ და მიწად იქეცი." ექიმებს არ შეუძლიათ პაციენტებისთვის უკვდავების ჩუქება. ილოცეთ თქვენი შვილისთვის! -"აბა რა, რჩევების მიცემა, როცა საქმე თქვენ არ გეხებათ იოლია"- ჩაილაპარაკა მამამ. რამდენიმე საათის შემდეგ ქირურგი გამოვიდა საოპერაციო პალატიდან და მამას მიულოცა: "გილოცავთ, თქ
...
კითხვის გაგრძელება »
|
გიორგი შენ უნდა წაიღო ჩემი ფერფლი საქართველოში,ბიჭო გზაში მომიფრთხილდი თორემ მე მეორეჯერ კი არ დევიფერფლები ბაბაია, უთხარი სიმღერით გამასვენონ მე რომ იქ ჩამიტანენ სატირალი აღარ ვიქნები დაიწყებენ წესი არ არისო, მაგარმ მე კარგად ვიცი წესი. გახსოვდეს ხის სიმაღლე მიწის ზემოდან კი არ იზომება ფესვებიდან. შენი ფესვები იქ არის საქართველოში.
|
ცნობილმა ბრიტანელმა ფსიქოლოგმა, დონა დოუსონმა შეადგინა ქალის ტემპერამენტის სახეობების სია შიდა თეთრეულის ფერების მიხედვით. ის დარწმუნებულია, რომ ფერს ისეთივე მნიშვნელობა აქვს ადამიანის ხასიათის განსაზღვრის დროს, როგორც ხმის ინტონაციასა და მიმიკას.
ხორცისფერ თეთრეულს მშვიდი, გაწონასწორებული ქალები ატარებენ. მათ ლოგინში არაფრის რცხვენიათ და არც არაფერს მალავენ.
წითელი - ვნებიანი, ენერგიული, მხიარული ქალის ფერია.
ვარდისფერი თეთრეულის მფლობელი - რომანტიკული, რბილი ხასიათის მქონე, მიმნდობი ქალია.
შავი - ძალაუფლების მოყვარე, მაგრამ აღვირახსნილია.
თეთრი - უმანკო, გამოუცდელი, მაგრამ ყოველთვის მზადმყოფი იმისათვის, რომ ბევრი რამ ისწავლოს.
|
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს”- ეს გახლავთ რომან "სამოსელი პირველის” აზრობრივი ბირთვი, აზრობრივი ღერძი, რომელზედაც ტრიალებს მთელი რომანი: სამყაროს როგორც ერთიანი და მთლიანი სისტემის წესრიგი მის რიტმულ მოძრაობაშია დანახული, (დედამიწის ტრიალი), ხოლო წყარო, ბიძგი და საფუძველი ამ უმაღლეს საფეხურზე მოწესრიგებული მოძრაობისა, უმაღლესი ორგანიზაციისა, გახლავთ სიყვარული.
სიყვარულია სამყაროს შინაგანი ერთიანობის საფუძველი და კანონი – იგია მისი მამოძრავებელი, შემაკავებელი და გადამრჩენელი ძალა. ამ ძალის წყალობით უკავშირდება ადამიანი სამყაროს, როგორც ნაწილი მთელს: დომენიკო მაშინაც სრულიად სწყდება ნათელს, გრძნობს: ვიღაცას უყვარს. ეს "ვიღაცის” ფარული სიყვარული მისდამი და თავისი აშკარა სიყვარული ანა-მარიასადმი წარმართავს დომენიკოს გზას.ანა-მარია მუსიკოსია და ამავე დროს სიყვარულის მიმნიჭებელი დომენიკოსთვის: ანა-მარია სიყვარულის სიბრძნის კარს უხსნის დომენიკოს გულს და თავისი მუსიკით რთავს მთელ მის არსებას სამყაროს ერთიან შინაგან ველში, მის დიდ სუნთქვაში: "რა იყო მაინც, რა სული ედგა ხმათა მეუფეს, გამოუცნობი – თავი და თავი ფრინველი იყო, მერე ზღვა, ბნელში აქაფებული…მიწის სუნი და უცხო ფერებით, მომფერებელი, მესაიდუმლე… ამაყი ტანჯვის მომგვრელი ხმები… უცხო ქვეყანა
...
კითხვის გაგრძელება »
|
როცა მარტო ხარ, როცა გინდა ვინმესთან ერთად გაატარო ეს მშვენიერი დღესასწაული , მაგრამ.. მაგრამ შორსააა ასეთი ბედნიერება .. ზიხარ მარტო და ფიქრობ იმაზე თუ როგორი იქნებოდა , როცა შენი ოცნება ახდებოდა, როცა ოჯახი გეყოლებოდა და როცა ვინმესთან ერთად გაატარებდი ამ მშვენიერ დღესასწაულს.. ვოცნებობ რომ ვინმე მყავდეს და არ მიწევდეს ამ ბავშვებთან ერთად , სიბნელეში შეხვედრა ამ ახალი წლისა .. ნეტავი იცოდეთ რა საშინელებაა აქ.. თითქოს სიკვდილი ყოველი მხრიდან არის .. მოგეპარება დააა გეტყვის „დრო დადგა შენი„ .. უიმედოდ ვარ.. სხვებიც უიმედოდ არიან.. უკვე აღარ გვჯერა ამ ახდენილი ოცნებების .. უკვე ახალი წელი იწყება , ჩვენ კიდევ ისევ მარტო ვართ .. ნეტა იცოდეთ ბავშვებს ერთად რამდენჯელ დაგვიწერია წერილი.. გვეგონა წერილს მაინც წაიკითხავდა,მაგრამ შევცდით .. ნაწყვეტი პატარა ბავშვის დღიურიდან ..
|
ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ გვეკოცნა ერთმანეთისთვის და მხოლოდ თმებს ვქაჩავდით. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ გვეომა და ერთმანეთს სათამაშო ავტომატებით ვხოცავდით. ჩვენ ძალიან პატარები ვიყავით იმისთვის, რომ დაგვენახა მიტოვებული ნაგავსაყრელი, რომელშიც ვცხოვრობდით და პატარები ვიყავით იმისთვის, რომ საკუთარი თავი გვეძებნა და მხოლოდ დახუჭობანას ვთამაშობდით.
|
სევდიან ზღაპარს მომიყვებიან სიყვარულზე, მაგრამ ვერ მოვა სევდა ჩემთან. მხოლოდ მონატრებით ვიქნები სავსე და ამ მონატრებას შენი სახელი ერქმევა... ასე გავა დრო ... დილის რიჟრაჟი, როცა ჩემს სარკმელშიც შემოანთებს მხოლოდ მაშინ მივხვდები რომ გათენდა... დღეებს მიყვებიან დღეები და ასე უსასრულობაში გავა დროო... ერთხელაც, როცა მარტობის კუნძულს მიადგება ჩემი გული შენ მოხვალ. გამიღიმებ, გულში თბილად ჩამიკრავ და ცივი გაყინული ტუჩებით ჩამჩურჩულებ: მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ ! მე დაგელოდები მანამ სანამ, ვიოლინო მარტოობის კუნძულზე არ დაუკრავს სევდიან მელოდიას.
|
როცა ვიღვიძებ,მზის სხივებს ვხედავ პირველს,და როცა თვალს ბოლომდე ვახელ მაშინ მხვდება ცხოვრება მწარე. დღეს მისდევს დღეები,შენ არ იღლები და არ ჩერდები,ფიქრები... ფიქრები,მოგონებები, შენ მაგონდები,ლამაზი დღეები,შნი ხელები,თბილი და სათნო.და შენი სახე,შენი თვალები,ლამაზი,ნაზი.მონატრება და ირგვლივ ტკივილი,ამ ტკივილისგან მინდა ყვირილი. მენატრები... მენატრება შენი სახე,რომელიც ბოლოს ღიმილით ვნახე,მენატრება შენი მოფერება და იგი ლამაზად მაგონდება თვალებში. მინდა ჩაგეხუტო და შენი სითბო მინდა ვიგრძნო,მინდა ვიგრძნო შენი გულისცემა და სუნთქვა.სხვა რა გავაკეთო რა ვქნა,მხოლოდ მონატრება შეიძლია და სიყვარული. მენატრებიიი... ტკივილამდე მენატრები,მჩირდები,უმალ მჩირდები,ისე მჩირდები როგორც ვარსკვლავი ჩირდება ღამეს.მინდა ჩემთან იყო და ყველაფერი კარგად იყოს.შენი ჩახუტება და კოცნა მინდა. მეუბნევიან შვიცვალე და რატომ? იმიტომ რომ მე შენ მიყვარხარ და ჩემი გული შენზე ფიქრს არ თმობს. ორივე ვიტანჯებით მწარედ...!!
|
ბავშვებო როგორ მიხარია ახალი წელის მოსვლა იცით? ერთი სული მაქვს სკოლიდან როდის დაგვითხოვენ, ნუ მართალია ეს ბოლო იქნება და იმედია მომავალ წელს ამ დროს ვიტყვი უნივერსიტეტიდან როდის დაგვითხოვენთქო მაგრამ მაინც.. ჩემი უსაყვარლესი დღესასწაული მოდის.. დაიწყება საახალწლო ფილმები, გადაცემები, სიმღერები, ნუ ყველაფერი კარგი და სახალისო. ახალი წელი კი თავისთავად ახალ თავგადასავლებს მოგვიტანს. ყოველ 1 იანვარს ახალი ეპიზოდი იწყება და სულ ვიძახით- ყველაფერი ცუდი ძველ წელს გავატანოთ. იმედია მართლაც ასე იქნება. დღეს უკვე პირველი თოვლი მოვიდა და მართალია როგორც კი დნობა დაიწყო მაშინვე წუწუნი დავიწყე ეს რანაირი თოვლია ესე მალე რატო დნებათქო მაგრამ ახლა გარეთ გავედი და ფიფქები რომ დავინახე უუზომოდ გამიხარდა. რამდენი ხანია აღარ მიგუნდავია, მე უბრალოდ მიყვარს ყურება - როგორ თოვს, მიყვარს თოვლში სიარული და საერთოდ ზამთარი მიყვარს, ახალ წელს ხომ ჩემი დაბადების დღე მოყვება, შობის წინა დღე და დედა სულ იმას მეუბნება ბარემ 1დღეც მოგეცადა და 7 დაბადებულიყავიო მაგრამ ეგ ხომ ჩემზე არ იყო დამოკიდებული.
|
ობობოლი არ ვარ, მაგრამ რაც დავიბადე მას მერე მარტო ვარ.. არ ვარ ღარიბი, მაგრამ დღემდე ვერ მიყიდია საკუთარი ბედნიერება.. არც მშია.. არც მწყურია.. არ მოვკვდები, მაგრამ მაინც გთხოვ "დამეხმარე რითიც შეგიძლია და.. გადამარჩინე!" სხვისას ხომ არაფერს ვითხოვ მე რაც მეკუთვნოდა ის დამიბრუნე მხოლოდ.. ხელი გამომიწოდე, მაღლა ამახედე და მოსვლა მასწავლე.. წასვლა შენით მეტკინა პირველად.. შენით გავიგე რო წასვლის ფასი ამქვეყნად არაფერია.. ავითვისე, შევძელი.. ახლა მოსვლაც მასწავლე.. მანახე როგორ უნდა.. დაბრუნება მასწავლე.. ქვაფენილზე მიმავალმა სხივები რო წაიღე ისინი დამიბრუნე და ისევ ამინთე ნაპერწკლები თვალებში.. დაანთე ცეცხლი რომელიც ორივეს აუცილებლად დაგვწვავს.. ოღონდ მოდი..
|
|