იყო ერთი კურდღელი. ერთხელ წავიდა და მუხის ქვეშ დაწვა. მუხაზე ყვავი შემოჯდა და რკო ჩამოაგდო. რკო კურდღელს თავზე დაეცა. ეგონა, ქვეყანა იქცევაო, წამოხტა და გაიქცა. გზაზე შეხვდა მგელი და ჰკითხა: - კურდღელო, სად მირბიხარო? - მანდეთ, ძმობილო, ცა და ქვეყანა იქცევა და ნუ მიდიხარო! მგელს მართალი ეგონა და ესეც გაიქცა. შემოეყარათ მელა, ისიც იმათთან ერთად გაიქცა. ირბინა სამივემ და მივიდნენ ისეთ ალაგას, სადაც საჭმელი ვერ იშოვეს და შიმშილით კუჭი ეწოდათ. ძლიერ რომ გაუჭირდათ, მგელმა და მელამ კურდღელი შეჭამეს. კურდღელი რომ გამოინელეს, ისევ მოშივდათ. ახლა მგელმა მელას შეჭმა დააპირა. გაიქცა მელა, უკან დაედევნა მგელი. მიადგა მელა ერთ წყალს და რაღა ქნას? აიხედა ზევით და შეხედა კაჭკაჭს. ბევრი რომ უყურა, მიუბრუნდა მელია მგელს და უთხრა: - თუ დამეხსნები და არ შემჭამ, აი, ასე დაგაჭრელებ, როგორც ეს კაჭკაჭი არის ჭრელიო. მგელი მოტყუვდა და მელას დაუჯერა. მელიამ უთხრა: წავიდეთ სადმე, კამეჩი ვნახოთ, დავკლათ, ჯერ ვჭამოთ და გამაძღარი უფრო დაჭრელდებიო. წავიდნენ, მართლაც ნახეს ერთი კამეჩი და დაკლეს. მელა სანამდის გაძღებოდა, წავიდა, ცეცხლი და სახნისი იშოვა, ცეცხლი დაანთო და სახნისი შიგ ჩადო გასახუ
...
კითხვის გაგრძელება »
|
იყო ერთი ღორი, ჰყავდა ხუთი გოჭი: მშიანა, მცივანა,
თბილანა, გვიანა და მაგარა. დედა-ღორი ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ არც თუ გოჭები
ჰყავდა უგუნურები. თვითონაც მინდორში დაიარებოდა, თხრიდა მიწას, პოულობდა და
სჭამდა ძირხვენას, მაჩიტას, თეროს ძირს და კიდევ სხვა ბალახის ძირებს, რაც თვითონ
უყვარდა. თუ ბალახი იყო ამოსული, თხრით თავს არ იწუხებდა, საქონელივით სძოვდა, თუ
სადმე ნაკარტოფილარს შეიგულებდა, სიამოვნებით სჩიჩქნიდა დინგით, ჰპოულობდა
კარტოფილს და მადიანად ახრამუნებდა. - რა კეთილია კაცი! - იძახდა ტრუხუნა, - იცის,
რომ ასე მიყვარს კარტოფილი და მიწავაშლა და ამიტომ დაუტოვებია მიწაში ამდენიო.
არც დამპალ და ჭიან ხილს იწუნებდა, თუკი შეხვდებოდა
სადმე. რაღა გავაგრძელო, სიმინდი და ყანა ხომ ს
...
კითხვის გაგრძელება »
|
მშიერმა მელიამ ლეშს მიაგნო და ღონივრად მიაძღა.
გაუჭირდა მონელება. შეეხვეწა მწყერჩიტას: მეზობელო, ოღონდ კი ეს საჭმელი
მომანელებინე და, თავი არ მომიკვდება, ჩემს დღეში შენს ბარტყებს პირს არ ვახლებო!
- კარგიო! - უთხრა მწყერჩიტამ, - მე ავფრინდები და შენ უკან ფეხდაფეხ მომყეო.
...
კითხვის გაგრძელება »
|
ერთი ტუსაღი ციხიდან გამოიქცა და მთაში იმალებოდა.
აქა-იქ ხეტიალში ნახა გამოქვაქული კლდე და შეეფარა: ავდარ-წვიმაში სისველისგან
მაინც გადავრჩებიო. საღამოჟამდებოდა. დაინახა უზარმაზარი ლომი. ტუსაღი მიხვდა, რომ
ლომის ბუნაგში იყო. შიშმა აიტანა, რაღა ექნა, სადღა გაექცეოდა!
...
კითხვის გაგრძელება »
|
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა, იყო ერთი
გაუცინარი ხელმწიფე. თავის დღეში ის გაცინებული არავის ენახა და გაუცინარს იმიტომ
ეძახდნენ.
ხელმწიფეს სამი ვაჟი ჰყავდა; ვაჟებს გაუცინარი ხელმწიფის
შვილებს ეძახდნენ. ერთხელ ძმებმა თქვეს: წავიდეთ, ვკითხოთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|