...იდგე ზღვის ნაპირთან და უცქერდე ზურმუხტივით ცისფერი ზღვის უკიდეგანო სივრცეს,ეს ის განცდაა,რომელსაც ალბათ არაფერი შეედრება.ცხოვრება ზანდახან მარტო ზღვის ნაპირზე,ქვიშაში სიარულის,ზღვის ტალღებისა და ჩამავალი მზის ყურების გამო ღირს.სანაპიროზე მაღალი,აშოლტილი პალმები მზეს თითქოს ამაყად და ქედმაღლურად დაჰყურებენ ზემოდან,თან ისეთი სიამაყით გეგონება მართლა მასზე მაღლები იყვნენ. თეთრად მოქათქათე ლაინერზე,უამრავი თოლიები გუნდ-გუნდად მიჰყვებიან ერთმანეთს.ღრუბელი ხან პირქუში,ბოროტი და დაუნდობელი ხდება, ხან პატარა,ლუღლუღა ბავშვივით მხიარული და ბედნიერი... მზე ხან იცინის,ხან მოწყენილია,ზღვა ხან ღრუბელივით წყნარია,ხან კი ვიღაცაზე ან რაღაცაზე გაბრაზებულივით,გიჟივით ღელავს. დიდი ტალღის ზვირთი გადარეულივით მიეხეთქება კლდის წამონაზარდს,რომლის ქვეშაც ბავშვებს თავი შეუპარებიათ და ლაღად იცინიან.. ზემოთ კლდის ირგვლივ ფერად-ფერადი მაგნოლიები მწკრივად გაჰყოლიან დიდ და განიერ გზას... ... ქვიშა ზღვას ეთამაშება,ზღვა მზეს,მზე ღრუბელს,ყველა ერთად კი ადამიანს.მათ გარეშე ბუნება წარმოუდგენელია,ბუნების გარეშე კი ჩვენ ადამიანები... დაისი ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ბუნების სურათია,მაგრამ მისი დანახვა ყველას არ შეუძლია,მხოლოდ ის არის ბედნიერი,ვისაც ამ ზღაპრული პეიზაჟის წარმოსახვის ნიჭი აქვს... ჰორიზონტის ბოლო ჩასვლამდე ყველა წუთს თავისი ხიბლი და განცდა აქვს... ... და სულ ერთი წამით წარმოვიდგინე ზღვის ნაპირზე,ქვიშაში ჩამუხლული ჩემი თავი,თუ როგორ ეცემოდა მზე ზღვი
...
კითხვის გაგრძელება »
|
ის დაიბადა ავბედით ღამეს და არ იცოდა მან სიტყვა გრძნობა, მან არ იცოდა,არც სიყვარული, არც სიხარული და თანაგრძნობა.
იგი ასეთად ქუჩამ აქცია ის გაიზარდა უნდობელთ შორის, ის ტრიალებდა მუდამ იმ წრეში ვინც არ იცოდა რაიმე გრძნობის.
მან რაც იცოდა,ქუჩამ ასწავლა ძარცვაც,მკვლელობაც და ხალხის ჩაგვრაც, მან არ იცოდა სიცოცხლის ფასი და სხვის სიცოცხლეს ატანდა ნაგავს.
მას სდევდა მუდამ უბედურება მან არ იცოდა რაა სიცილი, სადაც ის იყო,თან სდევდა მუდამ უბედურება,სისხლი,სიკვდილი.
თავის სიცოცხლეც არად უღირდა მისი შეჩერება იყო ამაო, ვიდრე ერთხელაც "საქმეზე" გასულს გზად არ შემოხვდა წმინდა მამაო.
მისმა სიტყვებმა "ფული მომეცი" ადგილს მიაყინა წმინდა მოძღვარი, აუკანკალდა მარჯვენა ხელი სადაც ეპყრა მას საღვთო ლოცვანი.
ფული არა მაქვს შვილო არა მე თავადაც ხედავ შენ თვითონ ამას, მშვიდად გამიშვი,ნურას შემამთხვევ არ დაგივიწყებს უფალი ამაგს.
მე არ ვიციო ვინ არს უფალი და ამის შემდეგ დაუშვა სასხლეტს, წიგნი დავარდა,გადაიშალა <
...
კითხვის გაგრძელება »
|
შემიცანი? მიხვდი, რომ ჩემი სული სუფთაა! იცი მე მეამაყები, არა უბრალოდ მინდა იცოდე როგორი კარგი ხარ მაგრამ შენ თუ იცი მე როგორი ნაზი სული მაქვს? თუ კი შემიცანი შენ რატო არ გეამაყება ჩემი არსებობა. მე ხომ ლამაზ კოშკს გიგებ, ეს შენი კოშკია. იცი როგორ მინდა სამყარო ლამაზი ფერებით დაგიხატო, გიჩვენო გზა მისკენ ვინც შეძლებს გაგრძნობინოს თუ რა არის ცხოვრების არსი. იცი რა არის ცხოვრების მთავარი სათქმელი? არა არ იცი. შენ ხომ უმწეო ხარ! სად არის სიმამაცის უნარი? სად იკარგება კაცობრიობა?.... ‘’მე ვხდები დაუნდობელი’’!!! მე ვხედავ წითელ მზეს ისიც დაუნდობლად გვიმზერს! მე მინდა იქ სადაც მაფასებენ და სულს არ მაგლიჯავენ. ჩემი სულის სილამაზე სად იკარგება!? მე თქვენ მეცოდებით ჩემით ცხოვრობთ! მე ვარ თქვენი მატარებელი ამ ცხოვრებაში და თუ ხვდებით რომ მე მაინც თქვენზე კარგი ვარ.... მაგრამ არ მანებებთ თავს! არ მეშვებით რა გინდათ? ნუთუ კიდე აპირებთ ჩემს სულში თქვენი ბინძური ხელებით ძრომიალს? მე განსხვავებული ვარ, მე მდიდარი ვარ ჩემი სულის სიმდიდრე ულევია, ვერ მიწვდებით ჩემს ბედნიერებას! მე ამაყი ვარ ჩემი სიმტკიცით. ჩემამდე გზა შორია! იცით? მე არ ვიცი ვინ ვარ ცხოვრებისთვის მაგრამ ცხოვრება ჩემთვის ყველაფერია!!!
|
- . . გავიხსენო მინდა ყველა - ვინც ადგა და წავიდა . . ეს ცხოვრება ასეთია - არ იწყება თავიდან . . . ! - . . თქვენ გითმობთ ჰაერს.. დავკარგე გონი... მე მხოლოდ მისით ვისუნთქო მინდა..♥ - . . დამებნა სიტყვა . . დავკარგე რითმა . . სიმშვიდის ხავსი მოედო ფიქრსაც . . გული დამშვიდდა . . თითქოს გაცივდა . . ყველა ტკივილი დაცხრა . . დაწვრილდა . . . ! - . . იცი აღარავინ მყავს, ვინც ხელს ჩამკიდებს და გამარბენინებს სიბნელეში . . დამავიწყებს შიშს . . დამიბრუნებს ფრენის უნარს . . და ვისაც ვეყვარები შენნაირად . . . ! - . . მე მომენატრა სურნელი შენი . . ვერ უძლებს გული . . უშენოდ ფეთქვას . . . ! - . . ზოგჯერ საოცრად მებავშვება . . და მინდა შენც ჩემთან ერთად იბავშვო . . . ♥ - . . მე გადავწყვიტე ამ ქვეყნიდან გადავიკარგო,რომ ერთხელ მაინც მოგენატროს ჩემი დანახვა . . . ! - . . ნათელი ფერები . . ნათელი დღეები . . თურმე , რამდენ რამეს ვაკლდებდი საკუთარ თავს შენ გამო . . . ! ახლა კი აღარ მედარდები . . ბედნიერიი ვაარ უშენოდ . . . ! = )
. . წამიდან - წამამდე . . სუნთქვიდან - სუნთქვამდე . . თვალიდან - თვალამდე . . ფეთქვიდან - ფეთქვამდე . . ვივსები შენით . . . !
|
- მამშვიდებს! - იქნებ დაბლაც იპოვნო რაიმე ისეთი, რომ დაგამშვიდოს. - ვიპოვნე. - აბა რაა? რატომ უყურებ ცას ამდენ ხანს? - ლამაზია. - მეც ვიცი, რომ ლამაზია, მაგრამ ამდენ ხანს რატომ უყურებ? - ხელში მიჭირავს. - მაჩვენე. ... გაშლილი თითებიდან მძიმედ და ამოსუნთქვასავით გამოიშალა მშრალი მიწა. - ეს ხომ მიწაა? - კი. - ესეც გამშვიდებს? - საოცრად. - არ გეშინია? - რისი? - მიწისა და ცის? - არა, არა. - გეშინია რაიმესი მაინც? - კი. - რისი? - რომ ზამთარში არ მოვკვდე და გაყინულ მიწაზე საფლავის გათხრა გაუჭირდეთ. - მაინც გათხრიან. - კი, მაინც. - აბა რაღატომ გეშინია? - გაწვალდებიან. - კიდე რისი გეშინია? - ცის. - აბა, მამშვიდებსო? - ჰო, მამშვიდებს, როცა ვეუბნები, რისიც მეშინია. - და რას ეუბნები? - მეშინია. არ გამიჭირდეს მერე შენთან სუნთქვა და შენი შესუნთქვა-მეთქი. - და ის?... - მამშვიდებს... მსუბუქი ვარო. - უცნაური ხარ და მტკივნეული. - ვიცი. - მტკენ. - წადი თუ გინდა. - აწი ვეღარ წავალ, მიყვარხარ. - მაშინ ნუ წუწუნებ. - მაშინ ნუ მაშინებ.
|
გამარჯობა, გიყვართ? - გაგიმარჯოთ, კი. . რა გაწყენინათ? - დიდხანს მალოდინა, სანამ შემხვდებოდა. . უყვარხართ? ... - არ იცის. . როგორი წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი, მის გარეშე? - აუტანელი! საზიზღარი! . ახლა თქვენ წინ დგას.. თქვენ? - მაჟრიალებს. . გიყვართ, როცა.. - მეჩხუბება. .მასთან საუბრისას გრძნობთ.. - შიშს. . თქვენთან საუბრისას გრძნობს.. - ალბათ არაფერს. ჩვეულებრივია, ყოველდღიური. . ცოცხლობთ.. - რომ მიყვარდეს. . იღიმით.. - მისთვის. . ნერვიულობთ.. - როცა ჩემთან არ არის. . გეშინიათ.. - მომავლის. . ამაყობთ.. - რომ ბევრს წავართვი. . დაბოლოს: - მხოლოდ ღმერთს შეუძლია წარმოიდგინოს. რა შეიძლება დამემართოს მის გარეშე
|
ჩამეხუტე რაღაც უნდა გითხრა!... -რა?... -არა უბრალოდ მომისმინე... -გახსოვს რო შეგპირდი არასოდე მიგატოვებ თქო -მახსოვს! -დაიჯერე? -რატო მეკითხებიი -მიპასუხე!!! -კი დავიჯერე! -რატო? -იმიტო რო შენ არასოდეს მომატყუებ! -გახსოვს რო გითხარი ამ ზაფხულს, მზის ამოსვლას ერთად ვუყურებთ თქო? -ვნერვიულობ!!! -მიპასუხე... -კი მახსოვს!.... -გახსოვს ჩვენი შვილის სახელზე რო ვდაობდით ჩამეხუტე ისე ჩამეხუტე რო სუნთქვა ვეღარ შევძლო!!!გახსოვს პირველად რო გაკოცე როგორ შეგრცხვა? მეორე დღეს შევხვდით და თვალებში არ მიყურებდი გახსოვს მე დაგცინოდი მაგრამ იცი მე მაშინ კიდევ უფრო ძლიერად შემიყვარდი!...გახსოვს ის ღამე, რო უნდა გაგვეთენებინა და მე ჩამეძინა შენ კი გაუნძრევლად იწექი და თვალს არ მაშორებდი, რო გავიღვიძე იცი?? კიდევ უფრო მიყვარდი!!! გახსოვს ნაჩხუბრები რო ვიყავით, დამირეკე და მთხოვე არაფერი მითხრა, უბრალოდ ერთად ვისუნთქოთო?? ვიცი გინდოდა დუმილი დამერღვია მე კი ჯიუტად ვერ ვიღებდი ხმას, შენს სუნთქვაშიც გაბრაზება მატულობდა, და კიდევ უფრო გაბრაზებულმა გამითიშე, იმ დღეს არც მე გადმომირეკავს, მაგრამ იცი მე მაშინაც კიდევ უფრო ძალიან შემიყვარდი!!!გახსოვს პირველად რომელ სიმღერაზე ვიცეკვეთ ვითომ ძალით რომ აგყევი, შენ კი თავი მორცხვად დამადე მხარზე, მაშინაც ბედნიერი ვიყავი რომ მთხოვე შენთან მეცეკვა, და კიდევ უფრო
...
კითხვის გაგრძელება »
|
წვიმს...წვეთები წკაპუნობენ,თითქოს მონატრებას მღერიან... მენატრები...უკიდეგანოდ,უსაშველოდ მენატრები...ისე მენატრები ხანდახან ღამე მეღვიძება და უაზროდ ვტირი,გაუცნობიერებლად...იცი?დგეს პირველად გამეღიმა მას შემდეგ რაც მიმატოვე...უბრალოდ გამეღიმა წვიმის წვეთების ალერსზე და ეს ღიმილი ტუჩის კუთხეში ცრემლად დაიმარხა...იცი?გამახსენდა როგორ გვიყვარდა წვიმა,ის ჩვენი მესაიდუმლე იყო...რატომ მიმატოვე?მე ხომ მიყვარდი...ძალიან მიყვარდი.ხომ დამპირდი არასოდეს მიგატოვებო...ფიცი რატომ გატეხე? 2 წელი გავიდა.ტანჯვის და ტკივილის 2 წელი.იცი?დავდივარ ქუჩაში,ხალხს ვუყურებ და ყველაში შენ გეძებ,შენს თვალებს ვეძებ,შენს გამოხედვას,მაგრამ ვერ ვპოულობ...ხანდახან უეცარი სევდა მიპყრობს,ისეთი ტვინიდან რომ იწყება და გულში რომ იმარხება...შენთან გატარებული წუთების გახსენების მეშინია,რადგან როცა ვიაზრებ რომ ჩემთან აღარ ხარ რაღაც უცნაური ტკივილი დამივლის ხოლმე მთელ სხეულში და მოძრაობის უნარს მაკარგინებს...დღესაც ამეტირე...ისევ უაზროდ ამტკივდი...არ ვიცი რა ძალამ მაიძულა მაგრამ 2 წლის მერე პირველად გავბედე შენს საფლავთან მოსვლა...მეგონა მოვკვდებოდი მაგრამ იცი?სულიერად დავმშვიდდი...ისეთი შეგრძნება მქონდა თითქოს ჩემს გვერდით იდექი...შემეშინდა მაგრამ არ ვიცი რის...შემეშინდა და წამოვედი...მაგრამ სულის ნაწილი შენთან დამრჩა...წვიმს...წვეთები წკაპუნობენ,ისევ მონატრებას მღერიან... :xx
|
შენ ჩემი ქვეყანა ხარ..ჩემი სამყაროს ნაწილი ♥
მამაკაცებო გაუფრთხილდით ოცნების ქალებს, მჟავე ცრემლებით ნუ დაულპობთ საკოცნელ თვალებს, ტყუილს იტყვი და მოკლე ფეხი მალე გაცვდება, თქვენი პირობა ფარატინა ფურცელს დარჩება... სიტყვა კაცური რომ დაფასდეს ამას ეცადეთ, ქალის ტკივილი მცირეოდენ თქვენც განიცადეთ.
ყველაზე ლამაზი სიტყვა ხარ! ჩემი სიხარულის მიზეზი ხარ, ჩემი საკმეველი,სანთელი ხარ!ჩემი სიციცხლის საუნჯე ხარ!ჩემი სიცოცხლის საწყისი ხარ, დაუმთავრებელი ლექსი ხარ, თუნდაც ათას ქალს ეკუთვნოდე ჩემთვის ხომ ერთადერთი ხარ!
როდესაც შენ გეზიზღება შენი ცხოვრება იმის გამო, რომ რაღაც რაც გინდა ამ წამს არ გაქვს, ამ დროს ზოგი ლოცულობს, რომ შენნაირი ცხოვრება ჰქონდეს..
"ჯობია სიამაყე დაკარგო საყვარელი ადამიანის გამო, ვიდე საყვარელი ადამიანი სიამაყის გამო."
მე შენ იმაზე მეტად მიყვარხარ რასაც სიყვარული ქვია,შენ ჩემთვის იმაზე ძვირფასი ხარ რასაც სიცოცხლე ქვია..❤
...
კითხვის გაგრძელება »
|
- ბატონო ნიკო, თქვენი არტისტული კარიერა "გუშინდელნით" დაიწყო, ერთ-ერთ ჟურნალისტს უთხარით, რომ თქვენ ხართ არტისტი, პირადად მე პოეტად აღგიქვამთ... - იცით, როდესაც მე ვთქვი, რომ ვარ არტისტი, არ მიგულისხმია, რომ მსახიობი ვარ, მაშინ ვიტყოდი, რომ ვარ უფრო მსახიობი, ვიდრე პოეტი. მე არც მსახიობი ვარ უფრო და არც პოეტი, მე ვარ არტისტი, ანუ ხელოვანი. მე ვერ ვიტყვი, რომ არ შემიძლია ცხოვრება სცენის გარეშე, რატომაც არა, შეიძლება დავიღალო, ან აღარ დამაინტერესოს... არასდროს მიფიქრია, რომ სცენის გარეშე ჩემთვის ცხოვრება წარმოუდგენელია, ვაკეთებ ჩემს საქმეს, მანამ სანამ მაინტერესებს და ვფიქრობ, რომ გამომდის. ეს საჭიროა როგორც ჩემთვის, ასევე მაყურებლისთვის, ხვალ შეიძლება დავიღალო, აღარ მომინდეს სცენაზე გასვლა... - მაშინ, არის თუ რა რაიმე ისეთი, რის გარეშეც თქვენ ცხოვრება არ შეგიძლიათ? - არის, ოღონდ ეს ადამიანია, ჩემი ცოლი, რომლის გარეშეც მე ვერ წარმომიდგენია ცხოვრება. ხომ არის ხოლმე ისეთი მომენტები ცხოვრებაში, როდესაც საკუთარ სიკვდილზე ფიქრობ, ზოგადად სიცოცხლეზე ფიქრობ, თუკი ჩემი ცოლის სიცოცხლესთან დაკავშირებით რაიმე ცუდი გამიფიქრებია, მაშინ სასოწარკვეთილებაში ვვარდები, ალბათ ესეც ამაოებაა და ადამიანს სასოწარკვეთის უფლება არ აქვს, ცხოვრება უნდა გაგრძელდეს, მის ყოველგვარ გამოწვევას უნდა გაუძლოს ადამიანმა. - ანუ ეს არის სიყვარული, ეს არის ცხოვრება, ეს არიან ადამიანები, რომელთა გარეშეც ცხოვრ
...
კითხვის გაგრძელება »
|
|