შაბათი, 23.11.2024, 15:21
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
00:21 უკვდავების გზა ნ.კოლხი | |
ოხრავდა ქარი,ტიროდა მოთქმით და მომეჩვენა,ქარი კი არა, ეს იყო ვიღაც ,ძალზე ნაცნობი და მეც მტკიოდა მისი იარა; იქნებ ეს ქარი მისი სულია, ვინც ვერ მოერგო მიწის სარეცელს, ვინც სიკვდილს ებრძვის გილგამეშივით და უკვდავებას სხვაგან დაეძებს; და ახლა,როცა ასე თენდება, და ახლა,როცა ასე ღამდება, ის ეთხოვება ტკივილით მიწას, უკვდავების გზით მიემართება; ტოვებს ყველაფერს_წარმავალს,მოკვდავს, ნაცვლად დაფნის და თეთრი ვარდების, მიაქვს დამჭკნარი ფოთლების გროვა, ვით გარდაცვლილი წელიწადები. ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |