.

მთავარი » 2013 » იანვარი » 07


ერთ დროს ჩემს გულშიც იდგა აპრილი 
და ვმაღლდებოდი ოცნებით ცამდი, 
ზეცის ლაჟვარდი ლურჯად დაღვრილი 
მაწვიმდა და მეც წყალივით ვსვამდი. 
იმ აფეთქებულ ნუშებს თუ თვალებს 
ახლაც ვნახულობ სიზმაში ხშირად, 
იმათზე დარდი მაინც მაწვალებს, 
დავალ და მხრებით დამაქვს უჩინრად. 
იმ გულს ზამთარმა გადაუარა, 
არ ღელავს,როგორც ღელავდა მაშინ, 
ბავშვური კითხვა:_ვუყვარვარ _არა... 
მჭკნარ გვირილებად მაყრია თმაში. 
ბედმა მარგუნა ლექსებად ვწერო 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1097| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩვენ ისე ვჩქარობთ,თითქოს შავად ვწერთ და 
სტრიქონ-სტრიქონ ვტოვებთ ცხოვრებას, 
ასე გვგონია,მოვასწრებთ ერთ დროს, 
გადათეთრებას,გადასწორებას; 
მაგრამ როდესა ბოლომდე ჩავლთ 
ბრძოლით დარლილნი და დაწრეტილნი, 
აღიმართება უკანასკნელად 
სამარის ლოდი_ 
როგორც წერტილი; 
სისხლით ნაწერი ჩვენი წარსული 
და შეცდომებით სავსე ცხოვრება, 
არარც არავის დაენანება 
და არც არავის ემახსოვრება. 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 837| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


გულის საოხად, 
სულის შვებად წარმოვთქვამ ლექსებს, 
წარმოვთქვამ ლექსებს და 
ყუჩდება წამით ყოველი, 
მე სხვა დიდება არასოდეს 
არ მიძებნია_ 
და არც მოველი. 

უთქვამთ ჩემამდე: 
,,ლექსი შველის ყოველგვარ ტკივილს”, 
მეც ჩემს სატკივარს 
მხოლოდ ასე ვესალბუნები, 
მწამს,ერთი დღეც კი, 
ულექსობით დაღამებული_ 
შეცდომაა დედა ბუნების, < ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 923| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


,,თუ თავი შენი შენ გახლავს, 
ღარიბად არ იხსენები” 
შოთა რუსთაველი 

ძალიან მიმძიმს თუ მაძაგებენ, 
მაგრამ მერწმუნეთ, 
მტანჯავს ხოლმე ქების მოსმენაც, 
რადგან ეს ქება იუდას ამბორს მაგონებს უფრო 
და ეკლის გვირგვინს ვარჩევ უცილოდ 
იმ ვარდისწნულებს და იმ დაფნასაც, 
თქვენ რომ მთავაზობთ; 
მე ხომ ოდითგან ყველა დარტყმას 
ჯილდოდ ვრებულობ 
და ეს მიწაზე კი არა მცემს,  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1104| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე სიფრიფანა პატარა ქალი,
შენ გოლიათი ჩემგან ძლეული…
შენ თუ თვლი რომ შენ დამადგი თვალი
ცდები: თვითონ ხარ ჩემი რჩეული.
ფერად სათვალით მე არ გიყურებ,
ალბათ არც შენ გაქვს ჯადოქრის ჯოხი,
მოდი და მხრებით გადმომახურე
დიდი იმედის პატარა ქოხი…
მე ვარ ტკივილი დიდი და მცირე
მე ვარ შენს ირგვლივ-ახლოც და შორიც
მე დაგრთე ნება რომ იყო ხიდი,
ჩემს ზამთარსა და გაზაფხულს შორის.
შენ თავს მევლები სუსტსა და ძლიერს
შენ მძლეთამძლე და მაინც ძლეული…
შენ რომ გგონია შენ ამირჩიე,
თვითონ ბრძანდები ჩემი რჩეული


ჩემს ცხოვრებაში მხოლოდ ორი დროა:
''შენთან ყოფნა''
და
''უსენობა''