ადამიანები გარეგნობით არ ფასდებიან, არც მათი უაზრო ლაპარაკით არ მაღლდებიან, ისინი მხოლოდ თავის საქციელით თუ ფასდებიან, და ამ ყველაფრით მხოლოდ ღმერთთან თუ მაღლდებიან.
არა, არ მჯერა, ერთი შეხედვით რომ აფასებენ ადამიანებს ერთმანეთთან რომ ადარებენ, ძაან ძნელია ერთი შეხედვით ყველაფერს მიხვდე, ადამიანის აზროვნებას ბოლომდე მიწვდე.
ერთი შეხედვით შენ შეგიძლია, გარეგნულ მხარეს დაეყრდნო მხოლოდ ოღონდ იცოდე, აუცილებლად გაოცებული დარჩებბი ბოლოს. სჯობს ისევ შენთვის კარჩაკეტილი ცხოვრება ობლად, ადამიანი ღალატია ის მაინც მოგკლავს.
|
დილის ვარდი ხარ ქალაუ, მზე რომ მოაფენს სხივსაო, სხივი მთისწვერზე მოსული, თვითონ სხივი ხარ მზისაო.
ატმის გაშლილი კვირტი ხარ, წვიმა რომ დაბანს პირსაო, დამწიფებული ნაყოფი, ტოტებს რომ დახრის ძირსაო.
ბუნების სილამაზე ხარ, შველი ირემი ტყისაო, საცქერლად ჯეირანი ხარ, ლამაზი მაღლის მთისაო
|
,,ათასნაირი არსებობს შიში” შ.ნიშნიანიძე
ჰო,რა თქმა უნდა,ათასგვარი არსებობს შიში_ არსებობს შიში სიმაღლის თუ დახშული სივრცის, ან ჩამოვარდნის მწვერვალიდან,ანდა სკამიდან... მაგრამ სულ სხვაა პაწაწინა ნიჟარად ქცევის და ზღვის სიღრმეში სამუდამოდ ჩანთქმის,ჩაკარგვის, მთელში ათქვეფის,ბნელში აღრევის და ,სულაც ისე,უგზო_უკვალოდ დაკარგვის შიში. მთელ ჩვენს ჩხოვრებას მოიცავს იგი და სულში,როგორც ზღაპრულ მღვიმეში, მოწვეთავს ცრემლი და წლიდან წლამდე იზრდება ეჭვის სტალაქტიტები: _ხომ შეიძლება,ჩვენი სულის ზღაპრული მღვიმე სამუდამოდ დახშული აღმოჩნდეს სხვისთვის და ვერ ვეღირსოთ ნათელს ვერასდროს? მაშინ ვინ მოვა და ვინ შეგვიხვევს დამსხვრეულ ფრთებს არტაშანებით, ან ვინ აგვინთებს უწმინდეს სანთელს?! საბედნიეროდ,ღვიძავთ ჩვენში ველურ ინსტინქტებს თავისშენახვის და გადარჩენის(ან,შეიძლება,გამორჩენისაც) და ხელაღებით გვიკიჟინებენ: _რომ არ დაინთქა მღელვარე ზღვაში და არ ჩაგმარხოს მის ფსკერზე ქვიშამ, რომ არ ჩავარდე მგლების ხახაში ან,როგორც წვეთი, არ გშთანთქას ნისლმა_ იყავი სხვისგან გამორჩეული რაღაცით,თუნდაც უბედურებით, ანდა ტკივილით, რადგან ტკივილი კათარზისია სულის და ხორცის... გქონდეს რწმენა და იბრძოლე მისთვის, იყავ მართალი და პირდაპირი,
...
კითხვის გაგრძელება »
|
როცა მინატრებ,ჩემი სახელი ჩუმად დაწერ ფანჯრის მინაზე, მომაგონდება თვალებახელილს_ შენი მზერა და შენი სინაზე. ზეცას ოცნებას გული დაპირდა, ისევ დავხუჭე ბნელი თვალები, ისევ იწვიმებს_ღამის ნაპირთან აიშლებიან ზამთრის ქარები. ახლა კოშმარებს ვეღარ აცდები, კვიცი ეოსთან ისევ ირაშებს, თუმცა ღამეა_ჩემი განცდები ეხმიანება უცხო მირაჟებს. აღარ მაწვალებს ფიქრი ყოფილი_ ნუღარ მოცელავ სევდის ყვავილსო, დამგლოვიარდა მთვარის პროფილი გულის სამარე გლოვით აივსო. როცა მინატრებ,ჩემი სახელი ჩუმად დაწერე ღამის მინაზე, მომაგონდება თვალებახელილს, შენი მზერა და შენი სინაზე.
(დაამატა ნ.კოლხმა)
|
ცხოვრება დიდი სიხარული, მაგრამ უფრო დიდი დარდია სილაღით აღსავსე საათები წამით მოირბენენ და გარბიან. იმედს ნურასოდეს ნუ დაკარგავ სანთელ - საკმეველი აქვეა! თუმცა ძნელი არის საპოვნელად სადღაც ახლო - მახლო მარხია სიმართლის მახვილი ალესილი გზებს რომ გაგიკაფავს ხლართიანს! გვირაბის ბოლოს ხომ სინათლეა, ზღაპარში კი არა, ცხადშიაც ... ის ერთი სანთელიც იმ ტაძარში შენი სიკეთისთვის ანთია. ღმერთი დაგლოცავს და არ გაგწირავს კალთას დაგაფარებს მადლიანს
|
ნამდვილ სიყვარულს თვალებით ვერ დაინახავ.მისი ხილვა მხოლოდ გონებითაა შესაძლებელი.
ჩვენ ვხედავთ იმას რაც ვართ და არა იმას რაც შეიძლება ვიყოთ.
არანაირი მემკვიდრეობა ფასდება ისე,როგორც პატიოსნება.
სულელი არასოდეს დაფიქრდება,რომ იგი ბრძენია.ბრძენი კი გამუდმებით ფიქრობს,რომ იგი სულელია.
ჩვენი ეჭვები მოღალატეები არიან და ხშირად გვაკარგინებენ ყოველივე იმას,რაც შეგვიძლია მოვიგოთ.
ეშმაკს თუ დასჭირდა საღმრთო წერილზეც დაიფიცებს.
მოქმედება ნიშნავს მჭერმეტყველებას.
ჩემი ღირსება ჩემი ცხოვრებაა.ისინი განუყოფელნი არიან.ღირსების წართმევით თქვენ ცხოვრებასაც მართმევთ.
ღმერთო ჩემო!რა სულელნი ყოფილან ეს მოკვდავნი.
ჩემში არის უკვდავი მისწრაფება.
|
ნამდვილ სიყვარულს ღიმილი უხდება, ნამდვილ სიყვარულს უხდება სევდაც, ნამდვილ სიყვარულს ორი მხარე აქვს, ისევე,როგორც მედალს.
ნამდვილ სიყვარულს უხდება ღიმილი, ნამდვილ სიყვარულს უხდება ფიქრი, სიყვარულს უხება წრფელი გრძნობები, სიყვარულს უხდება ფიქრი.
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ლოდინი, ნამდვილ სიყვარულს სჭირდება დაცდა, ნამდვილ სიყვარულს უხდება ტირილი, ნამდვილ სიყვარულს უხდება განცდა.
ნამდვილ სიყვარულს სჭირდება ოცნება,ოცნება ღამისთევით, ნამდვილ სიყვარულს უხდება ამბორი,გულის საამო რხევით.
ნამდვილ სიყვარულს დაჰყვება მუსიკა, ნამდვილ სიყვარულს ლექსი თან ახლავს, ნამდვილი სიყვარულია ნამდვილად ეს გრძნობა,
...
კითხვის გაგრძელება »
|
"დედამიწას სიყვარული ატრიალებს”- ეს გახლავთ რომან "სამოსელი პირველის” აზრობრივი ბირთვი, აზრობრივი ღერძი, რომელზედაც ტრიალებს მთელი რომანი: სამყაროს როგორც ერთიანი და მთლიანი სისტემის წესრიგი მის რიტმულ მოძრაობაშია დანახული, (დედამიწის ტრიალი), ხოლო წყარო, ბიძგი და საფუძველი ამ უმაღლეს საფეხურზე მოწესრიგებული მოძრაობისა, უმაღლესი ორგანიზაციისა, გახლავთ სიყვარული.
სიყვარულია სამყაროს შინაგანი ერთიანობის საფუძველი და კანონი – იგია მისი მამოძრავებელი, შემაკავებელი და გადამრჩენელი ძალა. ამ ძალის წყალობით უკავშირდება ადამიანი სამყაროს, როგორც ნაწილი მთელს: დომენიკო მაშინაც სრულიად სწყდება ნათელს, გრძნობს: ვიღაცას უყვარს. ეს "ვიღაცის” ფარული სიყვარული მისდამი და თავისი აშკარა სიყვარული ანა-მარიასადმი წარმართავს დომენიკოს გზას.ანა-მარია მუსიკოსია და ამავე დროს სიყვარულის მიმნიჭებელი დომენიკოსთვის: ანა-მარია სიყვარულის სიბრძნის კარს უხსნის დომენიკოს გულს და თავისი მუსიკით რთავს მთელ მის არსებას სამყაროს ერთიან შინაგან ველში, მის დიდ სუნთქვაში: "რა იყო მაინც, რა სული ედგა ხმათა მეუფეს, გამოუცნობი – თავი და თავი ფრინველი იყო, მერე ზღვა, ბნელში აქაფებული…მიწის სუნი და უცხო ფერებით, მომფერებელი, მესაიდუმლე… ამაყი ტანჯვის მომგვრელი ხმები… უცხო ქვეყანა
...
კითხვის გაგრძელება »
|
ეს ხელში რა გიჭირავს? -ბედნიერება -და რატომაა ასე ცოტა -ის მართო ჩემია, ნათელია და ლამაზი -რა საოცარია -გინდა ცოტა? -მინდა -ხელი გამომიწოდე, მოგცემ ცოტას -იო ეს რა თბილია -მოგწონს? -ძალიან... დიდი მადლობა -ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან -რატომ -იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს -სხვებს? -სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები -იცი, მე ცოტათი უკეთესად ვარ ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში -ყოველთვის ასე ხდება -და რომ ცოტას გავუნაწილო? -შენ უფრო მოგემატება -როგორ? -თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება -ხელებს ხომ არ დავიწვავ?
|
|