ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:53
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
15:13 როცა მინატრებ მიშიკო ხალიჩაშვილი | |
ჩუმად დაწერ ფანჯრის მინაზე, მომაგონდება თვალებახელილს_ შენი მზერა და შენი სინაზე. ზეცას ოცნებას გული დაპირდა, ისევ დავხუჭე ბნელი თვალები, ისევ იწვიმებს_ღამის ნაპირთან აიშლებიან ზამთრის ქარები. ახლა კოშმარებს ვეღარ აცდები, კვიცი ეოსთან ისევ ირაშებს, თუმცა ღამეა_ჩემი განცდები ეხმიანება უცხო მირაჟებს. აღარ მაწვალებს ფიქრი ყოფილი_ ნუღარ მოცელავ სევდის ყვავილსო, დამგლოვიარდა მთვარის პროფილი გულის სამარე გლოვით აივსო. როცა მინატრებ,ჩემი სახელი ჩუმად დაწერე ღამის მინაზე, მომაგონდება თვალებახელილს, შენი მზერა და შენი სინაზე. (დაამატა ნ.კოლხმა) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |