უნდა დამუნჯდე, სხვა რა გზაა დამუნჯდე უნდა, როცა არავის არ სურს სიმართლე; უნდა დაბნელდეს... სხვა რა გზაა, დაბნელდეს უნდა, აღარ სჭირდებათ როცა სინათლე...
მაინც არასდროს აღარ წამოგცდეს, რომ სადღაც მრუმე ფსკერზე დაეშვი... ისედაც ესმით სიჩუმის ენა, ისედაც ჭვრეტენ ნათელს ღამეში!
|
როცა მოდიხარ,როგორც ვეშაპი, ამირანობა მსურს შევიფერო, მე შემწევს ძალა გულზე დაგადგე, ეცადო,მაგრამ ვერ მოგინელო.
როცა მოდიხარ,როგორც ციკლოპი, მსურს ოდისევსის ხერხი ვიხმარო_ მოვფხიკო მთელი ძალი და ღონე, ერკემალივით გადავიფარო.
მაგრამ...მოდიხარ როცა ლაქუცით, მელიის მსგავსი ზნით და ფანდებით,
|
თუ ქართველი ხარ,რა საჭიროა ეს ცუდუბრალო მიეთ-მოეთი, თუ ქართველი ხარ_დარჩი ქართველად, თხემით ტერფამდე,ანით_ჰოემდი;
თუ ქართველი ხარ,რისთვის გჭირდება სხვისი სკიპტრა და სხვისი მანტია, გახსოვდეს,ბევრი დაფნის გვირგვინი დამჭკნარა და ქარს დაუფანტია;
მაგრამ,გახსოვდეს,იცოდე ისიც, რად დაგიჯდება ასე დარჩენა, სხვაგან ოქროთი მუჭს თუ უვსებენ,
|
მოვა ფოთოლთა ახალი წყება, აპრილის ლურჯი წვიმები განგბანს, მოსკდება ქარი და მოგიყვება სიყვარულის და სიცოცხლის ამბავს.
როგორც მდინარე აწყდება კლდეებს- სიტყვა გეხლება მკერდზე ბღავილით, მიჰყვება მარტო შენს დაღლილ დღეებს და მიგაქვს სული,როგორც ყვავილი.
რას მოუხერხებ ამ უძღებ სიტყვებს, როგორ გაუძლებ მოვარდნილ წარღვნას?! არა და...გული ვეღარ გაუძლებს,
|
გარეთ ღამეა და უჩვეულო სიჩუმე არის, მთვარეს სიჩუმე არ სიამოვნებს და გვერძე გადის, ეს ვარსკვლავები კი უცბათ ქრება, მზეს ვერ ესწრება, ეხლა თენდება და ამ სამყაროს ფერი ეცვლება. მზის ამოსვლა და გათენება ყველას ეხება ის რომ ამოდის, ამ ცხოვრებას ფასი ედება, ვერავინ ამჩნევს თუ როგორ ქრება სიჩუმე ღამის, გამთენიისას შენი დანახვაც ლამაზი არის. და არა მარტო გამთენიისას მე მეძალება ოცნება ჩემი, სადღაც შუადღეს მე მესარჩლება ნაზი, მნათობი თვალები შენი, საღამოთი კი ჩემს გულს ედება მწუხარება და უიმედობა, გამთენიისას მზე მეხმარება, რომ დავამარცხო ღამის შეხება.
|
მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება, ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები..... ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები..... არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა, უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის, ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ, არ დამიბრუნო !!! იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.
|
ჩემთვის ვარსკვლავთა ციმციმი შენმა თვალებმა შეცვალა, ფიქრებში ისე გავერთე, ძილისთვის აღარ მეცალა. წაართვი ყველას ადგილი, ვისაც ჩემს გულში ეკავა, მე სულ შენს ნახვას ვნატრობდი, შენ კი არასდროს გეცალა. არაფერია, დაგიცდი,ისედაც ბევრი გიცადე, რატომ მიყვარხარ არ ვიცი, როცა არ უნდა მიყვარდე.
|
მე ჩავიკარგე დროის მკლავებში, წამი უაზრო ნაბიჯებს დგამდა, გზა მიდიოდა უცხო მხარეში, გულს აუხდენელ ოცნების სწამდა. გზადაგზა ფიქრი იხლართებოდა, გადავუხსენი საკინზე მიწას, ბევრჯერ იმედიც ისახებოდა, ბევრჯერაც ავცდი სასურველ მიზანს. დავუახლოვდი ზოგჯერ სიგიჟეს, ნისლად ვედინე მწვერვალებს მთისას, ვერ ვერეოდი დროის სიმკვირცხლეს, ვგავდი ღამეში გაბნეულ სიზმარს. ჩემმა ლექსებმა ცის კიდე დაწვეს და მარტოსული ვმღეროდი ჩემთვის, დროის ხარებმა დღეები დახნეს, მე კი ჩემს აზრებს ყინულზე ვთესდი. მერე სამყაროც იქცა სიჩუმედ, თმებში ჭაღარაც შემომელია, დამიმარტოვა ფიქრთა სიუხვემ,
|
ყოველ საღამოს, როცა მზე ჩადის და თეთრი ზეცა ნელა ბინდდება მე შენზე ფიქრი ისევ მეძახის, მე შენთან ყოფნა ძლიერ მინდება.
შენი თვალების ნაცნობი ფერი მაკლია მაშინ და მენატრება, როცა მილეულ მზის შუქს შევცქერი არ ვიცი, ასე რად მემართება.
მე ვერ ვგრძნობ შენი სხეულის სითბოს, შენი ტუჩების მე მკლავს წყურვილი და არ არსებობს ამქვეყნად თითქოს სხვა ნატვრა, ანდა სულ სხვა სურვილი.
მხოლოდ მართობენ შენზე ფიქრები... უშენოდ ყოფნას ძლიერ განვიცდი, და მაინც თუკი ჩემი იქნები თუნდაც მილიონ წელწადს დაგიცდი.
|
წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს, ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს, თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის. სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს, ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს. დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს, სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს. იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს, ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს. ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს, ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს, სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . .
|
ვინა ვარ ნეტა სად მივდივარ, ან სად მოვედი?! სიკვილთან ბრძოლა აღარ მინდა, დავაგდე ხმალი... გიჟის თვალებით შევცქერივარ სიცოცხლის ნექტარს და შეშლილივით მივუყვები საოცარ ზეცას...
რისთვის ვიცხოვრე? რისთვის ვკვდები? რა გავაკეთე?! ნუთუ უაზროდ მომიწია ცხოვრებამ ქვეყნად? ვერ შევასრულე ის მისია ღმერთმა რომ მომცა! და მე სიცოცხლით დამძიმებულს ცოდვები მბორგავს.
როგორც ეშმაკი ისე მიზის სულში სიცოცხლე და ახლა როცა მე სატანას უნდა გავშორდე მისკენ მივიწევ და არ მინდა მისგან სიშორე.
მაგრამ ვაი რომ მე გავფრინდი, გზა ამერია ნუთუ სიკვდილმა თავის წყალი დამალევია?! ალბათ სიცოცხლეს ვეღარ ვნახავ, საკვირველია...
|
,,ნამეხარი ხისგან აკვნის გამოთლა არ შეიძლება” (ხალხური რწმენა)
დგას ნამეხარი,ცეცხლის ალით გულგამომწვარი, დგას ხე ულმობელ ქარიშხალში განმარტოებით; დალეწილ ტანზე,როგორც დაჭრილ მებრძოლს აბჯარი, ისე ჰკიდია უსიცოცხლო, მძიმე რტოები.
იგი არ ითხოვს თანაგრძნობას და შეწყალებას,
|
აღარ გაშინებს ახლა სიკვდილი, როცა სიცოცხლემ ფერი იცვალა, ვისთვისაც ღირდა ყოფნა ამ ქვეყნად, დიდი ხანია გარდაიცვალა; და როგორც ხავსი ძვირფას ნანგრევებს, ახლა გრძნობებსაც ფარავთ ობები, ახლა სიკვდილით არა სიცოცხლეს_ ეს,თავად სიკვდილს, ემშვიდობები.
ნ.კოლხი
|
|