ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:38
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:12 როცა მოდიხარ... ნ,კოლხი | |
როცა მოდიხარ,როგორც ვეშაპი, ამირანობა მსურს შევიფერო, მე შემწევს ძალა გულზე დაგადგე, ეცადო,მაგრამ ვერ მოგინელო. როცა მოდიხარ,როგორც ციკლოპი, მსურს ოდისევსის ხერხი ვიხმარო_ მოვფხიკო მთელი ძალი და ღონე, ერკემალივით გადავიფარო. მაგრამ...მოდიხარ როცა ლაქუცით, მელიის მსგავსი ზნით და ფანდებით, უკვე არ ვიცი, როგორ გეომო_ უმწეოდ ხელებს ვწევ და...გბარდები, ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |