.

მთავარი » 2013 » იანვარი » 20


მე იმ გაფრენილ დღეებზე ვდარდობ,
თითქოს ქარისგან გაძრცვილი რტო ვარ,
მთელი ცხოვრება ვიყავი მარტო,
მაინც მჯეროდა,რომ ვიღაც მოვა.

მახსოვს,ვინც ჩემი დარდი გაიყო,
ვინც არ გაიყო,მე ისიც მახსოვს...
ყოველთვის მწამდა ის,რაც არ იყო,
არც იქნებოდა აღარც არასდროს;

და რადგან ბედმა ასე ინება,
ვაგროვებ ჩემს სულს_დამსხვრეულ სარკეს
და მივუყვები მაინც დინებას,
დაღმა კი არა_სათავისაკენ.

დროს კი,მკაცრსა და ულმობელ ფრინველს,
საკუთარ ხორცით ვკვებავ ნიადაგ
და ასე ბევრის მნახველს და მტვირთველს,
ვაი თუ...მაინც დამაგვიანდა.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 862| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წყლის წვეთებივით ჰგავდნენ ერთმანეთს
და წვეთებივით თრთოდნენ დღეები,
წყდებოდნენ ტანჯვით და უხილავი
ელანდებოდათ სიმაღლეები;

ცხოვრების არსი კი ასე მწამდა,
სულის სიმაღლეც მე მწამდა ასე:
თუნდაც ვერასდროს იხილო ღმერთი,
ხელები მაინც გეკიდოს ცაზე;

და მპირდბოდნენ სადღაც სამოთხეს...
მე ჩემი მთები ვერ გავიმეტე
და როგორც წყალში დამხრჩვალ წიწილებს,
ვკრებდი და უკან ვყრიდი იმედებს.

იქ,მარმარილოს პიედესტალზე,
ვიღაც სხვა იდგა,ჩემზე ძლიერი,
ვიღაც უცხო ხმით მღეროდა ჩემში...
მას ალბათ გედის ჰქონდა იერი;

წყლის წვეთებივით წყდებოდნენ ტანჯვით
და გადიოდნენ ჩემი დღეები...
და არ მაძლევდნენ შვებას, თუ საშველს,
ვერ მიღწეული სიმაღლეები.
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 924| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა