.

მთავარი » 2013 » იანვარი » 09


ჩემი ლექსები ობლებს ჰგვანან, 
კონკია ობლებს, 
დახეული ქალამნებიდან რომ მოუჩანთ 
თითისწვერები 
და ვერ იხდენენ ტანზე პალეკარტს 
და მანტილიას, 
არიან ასე, 
უთვისტომოდ, 
უხმოდ ტირიან. 
მათს შისველ სხეულს ასაზრდოებს 
შიშველი გრძნობა, 
ფერმკრთალმა სახემ ფერ-უმარილი 
არ გაიკარა... 
არ მოგწონთ? 
რა ვქნა, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 930| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


რა დრო გასულა! 
ორასი წელი როგორ გავძელით?! 
გავწყდით, 
აღვზევდით, 
ვწვალობთ ისევ... 
ვართ კბილთა ღრჭენით, 
მაგრამ შევძელით? 
გამაგებინეთ,ბოლოს და ბოლოს... 
მაგრამ შევძელით, 
მოვახერხეთ საქართველოს გარდმოხსნა ძელით?! 
თუ თავს ვიტყუებთ დაფა-ზურნით, 
ამ ფანდით ძველით?.. 
იქნებ ,,გვაბამენ” 
ზოგს ტახტით დ ზოგს_სავარძველით?! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 922| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ მოხვედი და 
სულში სინათლემ შემოაშუქა, 
თითქოს ანგელოზს დაებერტყოს 
ქათქათა კალთა, 
მაგრამ ერთხელაც ანგელოზმა ფრთა აიკეცა 
და...გამეპარა. 
ჰოდა,იმ დღიდან უფერულ დღეებს 
ჭრელი ლექსები მიფერადებენ, 
ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი ტილოა თითქოს, 
რომელზეც ცრემლით გაჟღენთილ ძაფით 
ვქარგავ იმედის იეროგლიფებს... 
მაგრამ არ ვიცი, 
როდის და რად გამომადგება: 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 889| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ხარ ამირანის ფიცხი თეთრონი 
და ტარიელის შავრა ქებული, 
ხარ კოჭლი მგოსნის ფიცხი მერანი, 
ბედის წინაშე ამბოხებული. 

შენ ხარ არსენას ფეხმარდი ლურჯა, 
მოძმის საშველად ტყეში გაჭრილი, 
შენა ხარ ზაქროს ქურანა ცხენი, 
კუდიგორასთან ფაფარაშლილი; 

გალაკტიონის ლურჯა ცხენი ხარ, 
მზისკენ მსრბოლავი,ცადაფრენილი, 
ხარ სალამურა)თეთრ ალავერდთან 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 949| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩემი სათქმელი,ვიცი,ჩემია 
და ეს ტკივილიც ჩემია მხოლოდ, 
ვერ მოვერიე მაინც ვერასდროს, 
ვეღარ მოვაბი თავი და ბოლო; 

მე უკვდავება არ მინატრია, 
მსურდა სიცოცხლის ქების მოსწრება, 
უსიტყვოდ გაქრა ბევრი სურვილი, 
უკვალოდ გაქრა ბევრი ოცნება. 

დავრჩი მიწაზე ჯაჭვით მიბმული, 
ტანზე მორჩილის ჯვალო მაცვია 
და დამსხვრეული ფრთების ფათქუნით, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1041| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა