.

მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » * * * ნ.კოლხი
21:53
* * * ნ.კოლხი

ჩემი ლექსები ობლებს ჰგვანან, 
კონკია ობლებს, 
დახეული ქალამნებიდან რომ მოუჩანთ 
თითისწვერები 
და ვერ იხდენენ ტანზე პალეკარტს 
და მანტილიას, 
არიან ასე, 
უთვისტომოდ, 
უხმოდ ტირიან. 
მათს შისველ სხეულს ასაზრდოებს 
შიშველი გრძნობა, 
ფერმკრთალმა სახემ ფერ-უმარილი 
არ გაიკარა... 
არ მოგწონთ? 
რა ვქნა, 
მეც არ მომწონს,მაგრამ... 
მიყვარან. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 931 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]