როცა მე და შენ წლები გვაშორებს, რაღა თქმა უნდა ეს საწყენია, მაგრამ როდესაც ჩემს გვერდითა ხარ იმ წუთზე ტკბილი არაფერია. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, მენდე, ეს ჩემთვის არაფერია, მე შენთან მინდა შევხვდე განთიადს, გასაკვირი აქ არაფერია. შენით მე გავხდი ბევრად უფროსი, შენ კი ისევე ბავშვად იქეცი, როცა მე სულ მთლად თავი დავკარგე და სამუდამოდ შენად ვიქეცი. როცა მე და შენ წლები გვაშორებს, და სიყვარული მართლაც წრფელია, მაშ , დავივიწყოთ ჩვენი ასაკი, მერწმუნე წლები არაფერია.
|
შენ ჩემი არ ხარ და არც იქნები რადგან შენ არც გაქვს ჩემზე ფიქრები დრო გავა მეტყვი ”იზრუნე თავზე” ”მე სულ სხვა მიყვარს და ვფიქრობ მასზე”.
ეს არ იქნება ჩემტვის ახალი ვიცი ოდესმე ამას გავიგებ თითქმოს მკარნახობს ღმერთი მაღალი რომ ჩემს სიყვარულს ფეხ ქვეშ გაიგებ.
ერთ დღეს მოგართმევს ვინმე ბუკეტებს მოგეწონება თვალები მისი შენ დაინახავ მასში უკეთესს ვიცი რომ არ ვარ მე შენი ღირსი.
წლები გავა და გული დაგწყდება ჩემი სიტყვები შენ წინ დაგხვდება მიხვდები მაშინ თუ ვინ გყოლია რომ ჩემს სიყვარულს ძალა ჰქონია.
მე ეს არ მინდა ოდესმე მოხდეს
|
მე შენს თვალებში მზის სხივების თამაში მიყვარს, ცისარტყელების ათინათი ათასფერება, მე შენს ბაგეზე დილის ნამის სისველე მიყვარს, ჩუმი ნიავი, შენს თმებს ნაზად რომ ეფერება...
მე ის მზე მიყვარს, შენს თვალებს რომ ეალერსება, მე წვიმა მიყვარს, შენ რომ გეტრფის უხმო ლექსებად, მე მდელო მიყვარს შენს თვალებში, სიცოცხლის ფერი, შენი ღიმილი, გაჟღერება ტრფობის სიმღერის...
მე დილა მიყვარს, გარიჟრაჟის ვარდისფერები, რომ გაგაღვიძებს და სიცოცხლეს მოეფერები, მე მიწა მიყვარს, დედამიწა, ფეხს რომ აბიჯებ და ეფერება, გულში იკრავს შენს ჩუმ ნაბიჯებს.
მე ღამე მიყვარს, ცრემლიანი თავშესაფარი,
|
იცი რა მაცდურია შენი ღიმილი და გამოხედვა? იცი რა მიმზიდველია შენი გარეგანი სილამაზე და ეშხი? იცი რა ფაქიზია შენი შინაგანი სამყარო და სული? რამდენად ამოუცნობi ხარ თვითონ, როგორც პიროვნება და.......... იცი რა?.... დიდია სურვილი შენი ნახვისა და შენით ტკბობისა? ნამდვილად დაჯილდოვებული ხარ ღვთაებრივი სილამაზით, რომელიც მხოლოდ რჩეულთა ხვედრია. შენი სილამაზე და სულიერი მშვენიერება ენით აუღწერელია მე მჯერა რომ შენს გვერდით ყოფნისას ადამიანი ხდება უბედნიერესი....
|
განშორებამ სიყვარული მომიმატა, ამ სიშორემ უფრო მეტი დარდი. სიყვარულმა ცრემლებიც კი დამიმატა, არ მითქვია თუ როგორ მიყვარდი.
განშორებამ ხასიათიც შემიცვალა, ვიძირები სიყვარულის ზღვაში, ნუთუ ასე სიშორით უნდა გვეწვალა?! რომ გაგვეგო ერთმანეთის ფასი.
ეგ ცრემლები ახლა ჩემთვის ტკივილია, მენატრები, შორით გეფერები, არ მითქვია შენთვის ხშირად ეს სიტყვები: მიყვარდი, მიყვარხარ, მეყვარები.
დასრულდება განშორების სინანული, დაეშვება მზე უძირო ზღვაში, დაგვილოცა ღმერთმა ჩვენი სიყვარული, რადგან ვიცით სიყვარულის ფასი!
|
მე ახლა ნახატს სასოებით,კრძალვით გიხატავ... ამ ნახატს ვარქმევ სათაურად_ "მე შენ მიყვარხარ"... ცისფერი ფერით ვაფერადებ ნახატზე მეჩეთს, და ტუშით ვაწერ ცისფერ ფერზე _ "მაგიჟებ მე შენ " . . . გულს ვხატავ სისხლით და თუ რატომ,
ამას მიხვდები . . . ვწერ შავი ტუშით წითელ გულზე _ "მე შენ მჭირდები ". . . ვდგევარ ნახატთან და ფიფქები თავზე მათოვენ , თვალებში თხოვნა მიწერია _ ნუღარ დამტოვებ ! . . . მე ახლა ნახატს სასოებით,
კრძალვით გიხატავ. ამ ნახატს ვარქმევ სათაურად "მე შენ მიყვარხარ..
|
მე არ გეძახი რადგან არ მაქვს ამის უფლება, ისე, უბრალოდ მენატრება შენი თვალები..... ყველა და ირგვლივ ყოველივე შენ გელოდება ვიცი შენ ასე არასოდეს მოგენატრები..... არ დაგიძახებ... მე ვინ მომცა მაგის უფლებაა, უთქმელობისგან გული კვდება, სული მეხუთვის, ხელი მომეცი ხელის გულზე ჩემს გულს დაგიდებ, არ დამიბრუნო !!! იგი მხოლოდ შენ ერთს გეკუთვნის.
........
ჩემთვის ვარსკვლავთა ციმციმი შენმა თვალებმა შეცვალა, ფიქრებში ისე გავერთე, ძილისთვის აღარ მეცალა. წაართვი ყველას ადგილი, ვისაც ჩემს გულში ეკავა, მე სულ შენს ნახვას ვნატრობდი,
|
ვიღაცა ვიღაცას სიყვარულს ანდობს, ის ვიღაც ამ სიტყვებს იგებს და არ გრძნობს. ვიღაცა ვიღაცას მთელ სიზმრებს ანდობს, მონაგონია უგულოთ ამბობს. ვიღაცა ვიღაცის რწმენასაც არ სცნობს, ვერ დავიჯერებ ის ჩემსას არ სჯობს. ვიღაცა ვიღაცის შეცდომებს ნანობს, არ წავსულულიყავ ამ რისკზე ამბობს. ვიღაცა ვიღაცას ტყუილით ართობს, ის ვიღაც ამ ტყუილს ვერ იგებს სლაბობს. ვიღაცა ვიღაცის ფულებით მაღლობეს, ფული არა აქვს თქვენ თვალში ბანძობს. ვიღაცა ვიღაცას წვეთადაც არ სცნობს, ყველას ვჯობივარ ამაყათ ამბობს. ვიღაცა ვიღაცის საქმეში ბრძენობს, ეს გააკეთე ის ესე არ სჯობს. ვიღაცა ვიღაცის სიყვარულს ნანობს, არ მომხდარიყო ამ გულთან ახლოს.
|
მიწისძვრის შემდეგ, როცა ყველაფერი ჩაწყნარდა და მაშველები სახლების ნანგრევებს ამოწმებდნენ, მათ ბზარებიდან დაინახეს ახალგაზრდა ქალის გვამი, რომელიც რაღაც უცნაურ პოზაში იყო მოქცეული. ის დაჩოქილი იყო. თითქოს ლოცულობდა და ორივე ხელით რაღაც ჰქონდა ჩახუტებული და როცა სახლი ჩამოინგრა ის მის ზურგზე დაინგრა. ეს რთული შემთხვევა იყო და ამიტომ მაშველთა ბრიგადის მეთაურმა სცადა ბზარებიდან ხელი გაეწვდინა ქალისთვის იმ იმედით, რომ ის შეიძლება ჯერ კიდევ ცოცხალი ყოფილიყო, მაგრამ ცივი და გაქვავებული სხეული მეტყველებდა იმაზე, რომ ქალი აშკარად მკვდარი იყო. ბრიგადამ უკვე გადაწყვიტა სხვა სახლისკენ გამართულიყო, თუმცა ბრიგადის მეთაურმა მაინც გადაწყვიტა ამოეტანა გვამი ნანგრევებიდან და როდესაც მან კიდევ ერთხელ სცადა ბზარებიდან ქალს შეხებოდა, რათა ახლოს მოეწია გვამი, დაინახა მის ხელში პატარა სხეული და შეშფოთებულმა დაიყვირა ,,ბავშვი! აქ ბავშვია! ,, მთელმა ბრიგადამ და ადგილობრივმა მაცხოვრებლებმა ერთად დაიწყეს ნანგრევების გასუფთავება და როდესაც ქალის გვამი უკვე მისაწვდომი გახდა მათ დაინახეს, რომ მას პლედში შეხვეული ბავშვი ჰყავდა ჩახუტებული. როგორც ჩანს ქალმა საკუთარი სიცოცხლის ფასად შვილი გადაარჩინა. როდესაც მაშველებმა შეძლეს ნა
...
კითხვის გაგრძელება »
|
1. მეტი მოუსმინეთ კლასიკურ მუსიკას, განსაკუთრებით - მოცარტს. ფსიქოლოგთა აზრით, აზროვნების უნარი შესამჩნევად მაღლდება იმ ადამიანებში, ვინც ყოველდღიურად 15-20 წუთი სწორედ ასეთ მუსიკას უსმენს.
2. დალიეთ მწვანე ჩაი და ბალახის ჩაი. მათ მატონიზირებელი ეფექტი აქვთ, ტვინში სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს და, შედეგად, დამახსოვრების უნარსა და საზრიანობას აძლიერებს.
|
დამეძებენ ღრუბლები ცაში დაფანტულები, ჩემსკენ მოიჩქარიან წვიმის ნაკადულები... თუ ნაკვალევს ქარი ჰგვის, თუ ნაკვალევს წვიმა შლის უშენობა რადა მკლავს, უშენობა რადა მჭირს. რად ვერ გადავივიწყე რაც იყო და რაც არის, ქარმა რად ვერ გაფანტა ძველი გრძნობის ნაცარი, წვიმამ რად ვერ ჩააქრო ჩემი ცეცხლის ღადარი, ან ღრუბელი სად იყო, ან ქარბუქი სად არის... წვიმით სავსე ღრუბელმა გულზე გადამიარა, ნაკვალევი წაშალა, დამიტოვა იარა.
|
კაცი სიმთვრალეში უფრო მეტ სიმართლეს ამბობს ,ვიდრე სიფზიხლეში.
როცა ცხოვრების უმაყოფილო ხარ,უბრალოდ დაფიქრდი ის თუ არის კმაყოფილი შენით?!
ხმა–სიმღერა...სხეული–ცეკვა...სილამაზე– უპატიოსნება...
როცა გაიღვიძებ,გარეთ გაიხედე ცხოვრებამ დავალება ხომ არ დაგიტოვა.
ვერასოდეს გაიგებ იმას რაც გინდა,თუკი არ გარისკავ.
ადამიანი ცხოვრების 99%–ს გართობაში ატარებს,მაგრამ ის 1%–ი დაანახებს მას რომ გართობით სიცოცხლეს ვერ შეინარჩუნებს.
ცხოვრება არის ყველაფერი რაც შენს ზემოთ არის და რაც შენს ფეხქვეშ ითელება
არასოდეს იყო ისეთი,როგორიც სხვას უნდა რომ იყო.
|
|