.

მთავარი » 2013 » იანვარი » 01


თაფლითა და ღვინით სავსე,
წელი გქონდეთ ბედნიერი,
დაგებედოთ ყველაფერი
ლამაზი და მშვენიერი.

დაესწარით მრავალს მუდამ
სიხარულით აღსავსენი,
ბედნიერი ყოფილიყოს
თქვენთვის ეს 2013 წელი.
ატეგორია: ♥საახალწლო ლექსები 2013 |ნახვა: 2053| დაამატა: adjara  | კომენტარი (5) სრულად ნახვა 


იყო დრო,როცა ხმამაღლა ვწუხდი 
მწუხარე სახის რაინდი_ბედზე, 
ახლა იმ დღეებს პანაშვიდს ვუხდი 
და დულცინეას აღარ დავეძებ. 

ქარის წისქვილთან ბრძოლით დაღლილი 
დალეწილ აბჯარს გავაგდებ კარში... 
როგორც ჩანჩქერი ქვებზე დახლილი, 
შენი სიცილი იმსხვრევა ქარში; 

იცინი,მაგრამ იცინი რატომ? 
რისთვის იმსხვრევა შენი ხმის ბროლი? 
მისთვის,რომ ომი წავაგე მარტომ 
და მერგო მხოლოდ ჯამბაზის როლი?! 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1026| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ფეხისგულებით გაცვეთილ მიწას 
ნაფეხურები მონის თუ გმირის 
ისევ ატყვია,ზეცა კი...ზეცა 
კვლავინდებურად იცინის,ტირის. 
ამწვანებს ზვრებს და ამწიფებს ხეხილს 
და გაზაფხულის შხაპუნა წვიმა 
ვერცხლის ზარივით ჰკიდია ყელზე, 
წკრიალებს,როგორც ოდესღაც,წინათ; 
ინახავს ხსოვნას დანგრეულ ტაძრის, 
დაქცეულ ციხის და ...საშველს ითხოვს, 
თავჩაქინდრული,მწუხარე ჯვარი 
ჩუმი ვედრებით დაჰყურებს მინდორს_ 
და წვიმის წკრიალს და ზეცის კამკამს, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 908| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ამოუხსნელი ცხოვრება შენი, 
ხან ბობოქარი და ხანაც მშვიდი, 
ხან ასაფრენად მზად მყოი ფრთები, 
ხანაც უფსკრულზე ჩამწყდარი ხიდი_ 

მაინც მიითრევს დარალულ ფეხებს 
და მაინც მიდის როგორც ენება 
და სულ ერთია მისთვის,შენს გრძნობებს 
სწურავ თუ არა სიტყვის მტევნებად; 

და როცა სულში სიჩუმეც რეკავს 
და როცა გული შხამით გევსება_ 
კარჩაკეტილი ცხოვრება შენი 
მას ამოანთხევს ხმებად,ლექსებად; 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 888| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


წვიმს და ეს წვიმა მძიმე და სველი 
შულში უცნაურ მოწყენას ბადებს, 
ვდგავარ წვიმაში,სასწაულს ველი, 
ვქსოვ მოთმინების უმტკიცეს ბადეს. 

წვიმს და ეს ქარი, ვით ლურჯა ცხენი 
ცისკენ მიიწევს ფიცხი,უბელო, 
მე უმწეობა მადარდებს ჩემი... 
შენ რა გატირებს,შავო ღრუბელო? 

ცისფერი ნისლი ასული ცამდე, 
ვინ იცის,რამდენ სატკივარსფარავს, 
ბედტან ჭიდილი ღამდენჯერ ვცადე 
და როგორც მწყემსი მიდენის ფარას_  ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 946| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ზოგი წინ მიდის პირდაპირ,ჯიქურ, 
უჭირს და მაინც გზას არ იმრუდებს, 
ზოგს ურჩევნია შორიდან მოვლა, 
ოღონდ მშვიდობით სახლში დაბრუნდეს; 
მაგრამ მან რა ქნას...მან,ვინც ვერასდროს, 
ვეღარც პირდაპირ და,ვეღარც მოვლით, 
რაც გინდ იაროს,ვეღარსად მივა, 
ვისი სახლია წვიმა და თოვლი?! 
შემივსეთჭიქა,მინდა დავლიო 
დახშული გზების,დანგრეულ ბუდის, 
გამწარებული ბედის და იღბლის, 
ცხოვრების,ასე მკაცრის და მრუდის. 
შემივსეთ ჭიქა ,მინდა დავლიო 
ყველა იმათთვის,ვი ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 888| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ჩემი სიმაღლე ჩემი მთებია 
დამოკამკამე ზეცა ქართული, 
მე ამითი ვარ ასე ამაყი, 
მე ამითი ვარ წელგამართული; 

ჩემი სიმდიდრე ჩემი მიწაა_ 
სულ რაღაც ერთი გასროლა ისრის, 
მზე_ლექსებით რომ აგაფორაჯებს 
და კალმახივით მორევში გისვრის; 

ჩემი სიმტკიცე ჩემი ციხეა_ 
ქსანი,ხერთვისი,რუხი,კვეტარა, 
დამილეწს და ვერ დამიქციეს, 
ვერ გამიტეხეს მაინც,ვეღარა. 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1038| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


1) ქალი როგორც ნაყინი,უნდა იყოს ტკბილი და დნებოდეს.

2)...და როცა მისი პაწია ფეხი, მოგებჯინა მუცლის ქვეშ ანცად ...
ასე მეგონა ამაზე ტკბილი აღარ არსებობს ამქვეყნად განცდა

3)შენ არასდროს კარგავ მაშინ როცა გიყვარს. კარგავ მაშინ, როდესაც უკან იხევ.

4)ის მოგონებები ყოველთვის შეძლებენ ჩემთან დაბრუნებას,შეენ?ვერასდროს!!!

5)ისე დავიღალე აღარ მენატრები,უკვე დავიწყებულ ფიქრებს ემატები

6)განა იმიტომ ვთვრები და ვლოთაობ რომ ბევრს ვბედავდე? არა უბრალოდ მინდა მთვრალი ორად გხედავდე

7)მუხლზე დავდგები ერთადერთი უფლის წინაშე... ადამიანთან?- არასოდეს არ დავიჩოქებ!!!

8)ყველაზე ძნელია დაივიწყო არა თვით ადამიანი,არამედ ის ოცნება,რომელიც მან გაჩუქა,შენ კი დაიჯერე...

9)საჭირო დროს და საჭირო მომენტში შენს თავს მოუჯოკრავ - ტიალ ცხოვრებას


ყველანი ვყოფილვართ ზღვის სანაპიროზე, კენჭები გვიკრეფია დიდხანს...
გადაგვირჩევია და გადაგვიყრია, ულამაზოა გვითქვამს...
მაინც რა ვყოფილვართ ადამიანები ცხოვრებას კენჭებივით ვსინჯავთ...
ზოგჯერ გულწრფელი სიყვარულისთვის ხელი უმიზეზოდ გვიკრავს
და როცა მიზეზს გვეკითხებიან...ულამაზოა-გვითქვამს...


არ გაინტერესებს სიყვარულის ავტობიოგრაფია? სახელი- სიყვარული, ასაკი -არ აქვს, მშობლები -სიკვდილი და სიცოცხლე, მისამართი -ადამიანის გული, ფერი-გამჭირვალე, მტრები:ეჭვი, ღალატი და სიამაყე; ჰობი -ადამიანის გულის დაპყრობა, მეგობრები-ტანჯვა, ცრემლი და სიხარული, ცხოვრებისეული დევიზი-მე შენ მიყვარხარ! მიზანი- ბედნიერება


ზამთარი და უსასრულო მარტოობა, 
ისევ ისე უნუგეშოდ თოვს, 
ტყუილია ზოგჯერ მხოლოდ გვეჩვენება, 
რომ ყველაფრის მკურნალია *დრო* 


... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥უცხოელი პოეტები |ნახვა: 1281| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მე მომენატრე და ამიტომ გწერ 
მე იმას მოგწერ რაც არ მითქვია 
გაცნობის დღიდან გულში მიზიხარ 
შენი გული კი მგონი სხვისია 
მე მინდა შევსვა ღვინო ფიალით 
და დავივიწყო რომ ჩემი არ ხარ 
წამით რომ მაინც გადაგივიწყო 
და არ ვიფიქრო ამ წუთში სად ხარ 
მე მინდა დავთვრე ჯერ დაუთრომლად 
დღეს უშენობა საშინლად მიმძიმს
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1197| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მერე რა რომ მიყვარხარ 
გული ხომ არ წაგართვი? 
ჩუმად ღმერთი გაგხადე 
სიყვარული დაგარქვი !!!! 
*** 
მწამს მოლოდინი, თუნდაც უსასრულო, 
შენი მონატრება არ მსურს დავასრულო. 
მიყვარხარ....... 

*** 
წუხელ დამესიზმრა წვიმაში იდექი 
და ჩემთან მოახლოება გსურდა, 
თვალებს გიკოცნიდნენ წვიმის წვეთები 
მე კი ამ წვიმის ძალიან მშურდა... 

*** 
თუნდაც დამახრჩოს სხვამ ვნების ზღვაში, 
მაინც არასდროს არ გაგცვლი სხვაში, 
ლექსად გავრითმე მე ჩემი დარდი 
და არ ვინანებ რომ შემიყვარდი.... 

*** 
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1842| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!
ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა, ნახე ატირდა ჩემი თვალები ... და იცი რატომ! შენ მენატრები.

გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ, სადაც დავდივარ გულით დამყავხარ, შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!

მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო, რომ სიყვარულის გავიგო გემო. მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის, მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!

უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე... ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!

მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".

ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.

მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქ ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1876| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


1.დილა მოიპარა ჩუმი ნაბიჯებით, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით, შენ კი არ გახსოვარ, ალბათ არც გჭირდები, მე კი შენთან მინდა მართლა გაგიჟებით!
2.ნახე გაწვიმდა ტირის ბუნება, ნაზი სისველე იგრძნო ტუჩებმა, ნახე ატირდა ჩემი თვალები ... და იცი რატომ! შენ მენატრები.
3.გულით მიყვარხარ და გულში მყავხარ, სადაც დავდივარ გულით დამყავხარ, შენ მთვარე ხარ და გზას მინათებ, შენზე უკეთესს მე ვის ვინატრებ?!
4.მინდა ძვირფასო შენც შემიყვარო, რომ სიყვარულის გავიგო გემო. მინდა ამაყად მეთქმოდეს შენთვის, მე შენ მიყვარხარ სიცოცხლევ ჩემო!
5.უსაზღვრო სევდა, მწუხარე ბედზე... ფიქრებში ფრენა მე ვფიქრობ შენზე!
6.მე მენატრები წუთში 60 წამს, 60-ჯერ მიყვარს ეს მონატრება, წუთში 60-ჯერ რომ გიყურებდე, 60-ჯერ გეტყვი : "მე შენ მიყვარხარ".
7.ნეტავ მაქცია მე სიგარეტად, ერთხელ მაინც ხომ ამიღებ ხელში, ერთხელ შენს ბაგეს შევეხო კიდე და მერე თუნდაც დავიწვა ფერფლში.
8.მაშინ როდესაც ცხოვრებაზე შენ ხელს ჩაიქნევ

9.წუთით შეჩერდი,მე გამიხსენე ნუ ატირდები.
და შენ მიხვდები,რომ ქვეყანაზე არსებობს ვიღაც
< ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო SMS |ნახვა: 1523| დაამატა: adjara  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


მაპატიე უფალო.. მაპატიე, რომ ერთიდაიგივე შეცდომას ვუშვებდი და როცა მეგონა, რომ არ მაპატიებდი, სწორედ მაშინ ხელში აყვანილი მიგყავდი ტაძრამდე, თავზე შენს თბილ ხელს გადამისვამდი და შენს სისხლსა და ხორცს მაზიარებდი... მაპატიე უფალო,მაპატიე ისიც რომ ესე ვფიქრობდი.. შემეწიე უფალო,მარტო არ დამტოვო...