ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:21
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:20 პოეტი ნ.კოლხი | |
ამოუხსნელი ცხოვრება შენი, ხან ბობოქარი და ხანაც მშვიდი, ხან ასაფრენად მზად მყოი ფრთები, ხანაც უფსკრულზე ჩამწყდარი ხიდი_ მაინც მიითრევს დარალულ ფეხებს და მაინც მიდის როგორც ენება და სულ ერთია მისთვის,შენს გრძნობებს სწურავ თუ არა სიტყვის მტევნებად; და როცა სულში სიჩუმეც რეკავს და როცა გული შხამით გევსება_ კარჩაკეტილი ცხოვრება შენი მას ამოანთხევს ხმებად,ლექსებად; და ეს ლექსები არხევენ სიმებს და მერე რისხვით რეკენ ზარები, შენს დაწყლულებულ მეხსიერებას თითქოს ჰკურნავენ ამ აღსარებით; მიუყვებიან მხარდამხარ ქარებს და საოცარი ლურჯი სხივებით ალღობენ ყინულს,რომ შიგნით,სულში, აღმოაცენონ ია-იები. დნება ყინული და ზღვად გროვდება, ზღვა მაინც ზღვაა_ერტხანს ისარებს და მერე თრთოლვით,და მერე კრძალვით, ფეხქვეშ დაგიყრის ზღაპრულ ნიჟარებს. მთელი ცხოვრება ეძებ მარგალიტს და შენი გულიც ძალუმად ფეთქავს, ბედნიერ ხარ თუკი იპოვი და იტყვი: აი,ეს უნდა მეთქვა! ნ.კოლხ’ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |