.

მთავარი » 2013 » იანვარი » 10



სადღაც მწვერვალებზე ჩამოთოვა, 
ჭკნება ყვავილი დაზაფრული, 
რა უცებ მოვიდა შემოდგომა, 
რა უცებ გავიდა გაზაფხული; 
კვდებიან გრძნობები ჩაკირულნი, 
აშკარაა თუ ნამალია, 
ზოგჯერ მოთმინება სიკვდილია, 
ზოგჯერ მოთმინებაც წამალია; 
ოდესმე უსაშველოდ დაღამდება, 
ბინდი ჩამოწვება გარინდების, 
ერთხელაც ფოთოლივით მოვწყდები და 
უსასრულობაში გავფრინდები. 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 939| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


,,მარად და ყველგან,საქართველოვ, 
მე ვარ შენთანა!” 
ილია ჭავჭავაძე 

გაჩენის დღიდან,გაჩენის დღიდან 
მე შენთანა ვარ,მამულო ჩემო, 
შენი ტკივილის სიმწარე მახსოვს, 
შენი ცრემლების ფერი და გემო. 

მე შენთვის მცმია ჯაჭვის პერანგი 
და ანაფორაც მორჩილი ბერის, 
მე შეგინახე სჯული და ენა 
და არ ჩაგიქრე ღადარი კერის. 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 952| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


ბოლოს თვალებად იქეცი მხოლოდ, 
უცვლელი მხოლოდ თვალები შეგრჩა, 
უკვე იმათშიც წვებოდა ღამე, 
უკვე იმათშიც ქრებოდა ზეცა; 

უკვე სიკვდილის შიშიც არ გქონდა, 
უკვე იყავი საოცრად მშვიდი,_ 
დამარცხებული მთავარსარდალი 
ბოლო ბრძოლაში იარაღს ჰყრიდი. 

_მაპატიეო დედა!_მითხარი, 
ვიცი,სულ ცოტა ხანი მრჩებაო, 
ის მადარდებსო ყველაზე უფრო, 
ჩემი ცრემლი არ გეღირსებაო... 

მერე მთხოვე და წამოგაჯინე, 
ფანჯრიდან ქუჩას გახედე მქისედ: 
_თბილისი ისევ თბილისიაო, 
კვლავ ძველებურად ბორგავსო,ისევ; 

ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 883| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა