ოთხშაბათი, 04.02.2026, 09:26
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:40 ერთხელაც... ნ.კოლხი | |
![]() სადღაც მწვერვალებზე ჩამოთოვა, ჭკნება ყვავილი დაზაფრული, რა უცებ მოვიდა შემოდგომა, რა უცებ გავიდა გაზაფხული; კვდებიან გრძნობები ჩაკირულნი, აშკარაა თუ ნამალია, ზოგჯერ მოთმინება სიკვდილია, ზოგჯერ მოთმინებაც წამალია; ოდესმე უსაშველოდ დაღამდება, ბინდი ჩამოწვება გარინდების, ერთხელაც ფოთოლივით მოვწყდები და უსასრულობაში გავფრინდები. ნ.კოლხი | |
|
| |
| სულ კომენტარები: 0 | |