ეგ,სულ ერთია,ადრე თუ გვიან ვიცი,შეგზარავს ამგვარი ყოფნა, როცა ლაჩრობას სიფრთხილედ თვლიან და სიმამაცეს თვლიან რეგვნობად.
რად გინდა ფარი,რად გინდა ხმალი, ან ვისთვის ტირი,ან ვისთვის მღერი?! მონა ხარ,ოღონდ თავისუფალი, მეფე ხარ,ოღონდ გადგას უღელი...
სტკივა დაჭრილი ფესვები ძელქვას_ გაგრა,სოხუმი,ჯავა,დმანისი... აბა,რად გინდა სამშობლო ერქვას,
|
ფიანდაზად გავეგები ღამეს_ დამესიზმრო იქნება, მოგაგებებ მზით ავსებულ თვალებს, თუ სიზმარმა ინება. ცრემლად დავძრავ სულის უხმო კივილს_ გადმოგაყრი მარგალიტის მძივებად, უშენობის უკურნებელ ტკივილს მოვერიო იქნება; ჰო...შენს სიკვდილს მე დუელში ვიწვევ, გავამარცხო თუკი ღმერთმა ინება, მოდი მაშინ, სიზმრად მოდი,ისევ, შენებურად მომეფერო,იქნება!
|
ზოგჯერ სიცოცხლეს ის შეგაძულებს, რისთვისაც ყოფნა გიღირდა ადრე, ის სიყვარული მოგიტანს ტკივილს, ეგრე სათუთად გულსი რომ ზარდე;
დედამ,რომელმაც ზეცა გაჩუქა, იმავ დროს მიწის გაქგია კერძად, ერთი ბოლო აქვს მეფეს და მონას, მამაცს და ლაჩარს,წმინდანს და მეძავს;
ერთი ბოლო აქვს,მაგრამ სათავე ზოგის მღვრიეა,ზოგის ანკარა და რომ იდინო როგორც მდინარემ სულ კალაპოტში_ზოგჯერ არ კმარა;
|
ვინც მე არ მიცნობს, იფიქრებს რომ მაქვს ცივი გული, ზოგს სულ უგულო ვეგონები, ზოგს მარტოსული. სინამდვილეში, კი გული მაქვს ვით ბავშვი ჩვილი, მერე რა მოხდა.. რომ ვყოფილვარ მე სევდის შვილი. მერე რა მოხდა.. თუ ვაფასებ ჩემს სიტყვას ძვირად, თუ ჩემს სახეზე, არ თამაშობს ღიმილი ხშირად, მერე რა მოხდა.. თუ სიმღერებს არასდროს ვმღერი, მერე რა მოხდა.. თუ ჩემს თვალებს აქვს სევდის ფერი.
როცა ჩუმად ვარ და არ ვამბობ მე არცერთ სიტყვას იქნებ იმას ვგრძნობ, რაც რომ სიტყვით არ ძალმიძს ითქვას, მერე რა მოხდა.. თუ ჩემი ხმა არ ისმის ყურში, ყველა მეგობარს... მე ხომ ჩუმად ვიხუტებ გულში.
|
მშვენიერება მიდამოს გასცდა, სულში მაყრია იაგუნდები და თუ შენ მუდამ გემახსოვრები, ოდესმე მაინც დაგიბრუნდები. შენი სისავსე სულს მიფერადებს, გვიმრის სურნელმაც უკვე დამათრო, დღეს ოცნებასთან ვიყოფ სარეცელს და ამ ოცნებამ როგორ გამათბო. მთებზე ასხმულან თოვლის მძივები, სამყარო მოჰგავს ჭრელ ცისარტყელას, ვერ მოვიძიე მაინც სიტყვები და თვალზე ცრემლიც ნელ-ნელა ჩნდება. აქ ყველაფერი ზღაპარს წააგავს, ბავშვობის წლებთან ჩავკიდე ხიდი და აღარ მინდა რომ დრომ წამართვას, რასაც განვიცდი და რასაც ვქმნიდი. შენი ანკარა წყარო შემისვამს, შემოვიარე მთელი დუნიაც, რამდენი ლექსი შენზე შემითხზავს, შენ შემოგევლე ჩემო გურია. მშვენიერება მიდამოს გასცდა, <
...
კითხვის გაგრძელება »
|
წმიდა მეფე ვახტანგ მესამე დაიბადა 1257 წელს. ვახტანგის მამა იყო საქართველოს მეფე დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული. დემეტრე მეფეს ამ ქორწინებიდან ხუთი შვილი ჰყავდა: დავითი, ვახტანგი, მანოელი, ლაშა და რუსუდანი. სხვა ქორწინებიდან კიდევ ჰყავდა დემეტრეს შვილები: ბაადური, იადგარი, ჯიგდა-ხათუნი და გიორგი.
დემეტრე თავდადებულის მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ ვახტანგი მთიულეთში გახიზნეს და იქ იზრდებოდა. დემეტრეს ნაცვლად გაერთიანებული საქართველოს სამეფო ტახტზე დასვეს დავით ნარინის ძე ვახტანგი, რომლის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, სამეფო ტახტი დაიკავა დემეტრე თავდადებულის შვილმა, დავით მეექვსემ. ვახტანგი ერთგულად ამოუდგა ძმას გვერდით და ყოველმხრივ ცდილობდა შეემსუბუქებინა დავითისათვის მეფობის მძიმე ჯვარი.
დავითმა „წარავლინა ძმა თვსი უმრწემესი ვახტანგ ელჩად დიდისა ბათოს შვილისა". ელჩობის მიზანი იყო ესარგებლა საქართველოს, ირანსა და მონღოლებს შორის არსებული მტრობით და მათი დაპირისპირების ფონზე, როგორმე მოეწესრიგებინათ ქვეყნის შიდა და გარე პრობლემები.
დავით მეფემ ვერ შეძლო ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნება, მან ნდობა დაკარგა, როგორც დამპყრობლების, ასევე საკუთარი ხალხის წინაშე და საშინელმა ეჭვებმა მეიპყრო. დავითი, საკუთ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლის,სოფელ ჩარგალში მდინარეს ჩარგულის ნაპირას პატარა ქვითკირის სახლში. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ:გიორგი,მართა,ნიკო(ბაჩანა) თედო და ალექსანდრე(სანდრო) ვაჟა რვა წლამდე იზრდებოდა მამის,სოფლის მღვდლის, და დედის, გულქანის, წვრილშვილიან ოჯახში.ვაჟას ძმები თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები -ცნობილი მწერლები გახდნენ. ვაჟა სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.1877-1879 წლებში---თბილისის სამასწავლებო ისტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ კი-გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა. 1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით-ხნავდა,თესავდა,უვლიდა საქონელს და... ფშავის ზამთრის გრძელ ღამეებში წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა დროებაში.
...
კითხვის გაგრძელება »
|
დაიბადა : 09.06.1840 წ გარდაიცვალა : 26.01.1915 წ
წერეთელი აკაკი როსტომის ძე (9 (21) ივნისი 1840 წელი სოფ. სხვიტორი, ახლანდელი საჩხერის რაიონი, - 26 იანვარი (8 თებერვალი) 1915 წელი) დაკრძალულია თბილისში, მთაწმინდის პანთეონში. ქართველი პოეტი, საზოგადო მოღვაწე.
აკაკი წერეთელი დაიბადა იმერეთის შეძლებული თავადის ოჯახში. დედა - ეკატერინე აბაშიძე - იმერეთის მეფის სოლომონ I შვილიშვილის შვილი იყო. აკაკიმ ბავშვობის წლები სოფ. სავანეში, გლეხის ოჯახში, ძიძასთან გაატარა. 1852 წლიდან ქუთაისის გიმნაზიაში სწავლობდა, 1859 წლიდან - პეტერბურგის უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე, რომელიც 1863 წელს დაამთავრა.
ლექსების წერა აკაკი წერეთელმა ჯერ კიდევ ყრმობის ასაკში დაიწყო, 1859 წელს იგი უკვე რამდენიმე დაბეჭდილი ლექსის ავტორი იყო, ხოლო 1860 წელს გამოქვეყნებულმა ლირიკულმა ლექსმა "საიდუმლო ბარათი", რომელიც
...
კითხვის გაგრძელება »
|
სიმდაწყვეტილი ტირის გიტარა, ტოტდალეწილი ჭადარი კვნესის, შენ ამ ტკივილის არა გინდა რა, შენ ამ ტკივილის,აბა,რა გესმის?!
მხოლოდ საკუთარ თავისთვის ცხოვრობ და ზურგით დაგაქვს შენი ნიჟარა, ნაყარ-ნუყარით აავსე სორო, შენ ამ ტკივილის არა გინდა რა!
ტოტდალეწილი ჭადარი კვნესის, სიმდაწყვეტილი ოხრავს გიტარა... მე მათ მოვპარე ტკივილი_ლექსი, მე შენი განძის არა მინდა რა!
|
მე დაგეძებდი, როგორც მაშვრალი მყუდრო სამყოფელს მშფოთვარე ქარში, გიპოვე ბოლოს და მერე მივხვდი, რიცა გიპოვე_ დაგკარგე მაშინ...
დანატრებული სინათლეს,სითბოს, ასე კვდებიან ხეზე კვირტები, შენც მოგაკითხავს ერთ დროს ზამთარი... გაგახსენდები და ატირდები.
|
იგი მოვიდა ჩუმად,სულ ჩუმად და ბედისწერას მალავდა სულში, მოვიდა,მოჰყვა დიდი სინათლე და მოჰყვა ჩრდილი_მძიმე და ქუში;
ცხოვრობდა მერე და ამ სინათლით ასუფთავებდა ყველაფერს ქვეყნად და სულში,როგორც ყრუ ხეობაში თოვლივით ეწვა ქათქათა სევდა.
წავიდა ისე,რომარც იცოდა, თუკი ვინმესი დატოვა კვალი, არ უთხოვია არც ლუკმაპური, არ უთხოვია არც ჭიქა წყალი;
|
ილია ჭავჭავაძე დაიბადა კახეთში, სოფელ ყვარელში. მისი მშობლები თავადები იყვნენ. მამა – გრიგოლ ჭავჭავაძე იმდროისათვის დიდად განათლებული პიროვნება გახლდათ, დედა – მარიამ ბებურიშვილი კი ქართული ლიტერატურის უბადლო მცოდნე ყოფილა, მას სულ ზეპირად სცოდნია თითქმის ყველა ლექსი, ყველა ძველებური მოთხრობა და რომანი, რომელიც მაშინ იშოვებოდა. დედა შვილებსაც უნერგავდა მშობლიური ლიტერატურის სიყვარულს. მაგრამ ილიას პატარობაშივე გარდაცვლია ჯერ დედა, მალე კი მამაც. დაობლებული ილია და მისი და-ძმები მამიდა მაკრინემ წაიყვანა აღსაზრდელად. რომ წამოიზარდა, ილია ჯერ კერძო პანსიონში, შემდეგ კი თბილისის ვაჟთა გინმაზიაში მიაბარეს სასწავლებლად, რომელიც მან წარმატებით დაამთავრა. ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო. ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ. სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ერთ-ერთი ცნობილი ლექსი „ყვარლის მთებს", რომლითაც ილია ემშვიდობებოდა თავის სამშობლოს მთელი ოთხი წლით.
პეტერბურგი იმ დროს რუსეთის დედაქალაქი იყო, იქ ცნობილი უნივერსტეტი მდებარეობდა. ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინ
...
კითხვის გაგრძელება »
|
ოდესღაც ფრთები გამოიგონე, მაინც მიწაში ჩაგრჩა ფესვები, რასაც ეძებდი,ვეღარ იპოვნე და მწვერვალიდან დაბლა ეშვები;
ყოფნა ყოფილა უძირო ქვევრი_ ვეღარც ძღება და აღარც ივსება, ისე დატოვებს ქვეყანას ბევრი, რომ სულის მოთქმა არ ეღირსება;
გახდები მტვერი(იყავი კაცი), განა იმისთვის წვალობდი ამდენს, რომ გშურდეს ბედი პაწია მარცვლის_ ერთს მარხავენ და უამრავს ბადებს!
|
|