.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ვაჟა ფშაველა ბიოგრაფია
13:55
ვაჟა ფშაველა ბიოგრაფია

ცნობილი მწერალი ვაჟა-ფშაველა იგივე ლუკა რაზიკაშვილი დაიბადა 1861 წლის 14 ივლის,სოფელ ჩარგალში მდინარეს ჩარგულის ნაპირას პატარა ქვითკირის სახლში. ვაჟას გარდა მის მშობლებს კიდევ ხუთი შვილი ჰყავდათ:გიორგი,მართა,ნიკო(ბაჩანა) თედო და ალექსანდრე(სანდრო) 
ვაჟა რვა წლამდე იზრდებოდა მამის,სოფლის მღვდლის, და დედის, გულქანის, წვრილშვილიან 
ოჯახში.ვაჟას ძმები თედო და ბაჩანა რაზიკაშვილები -ცნობილი მწერლები გახდნენ.
ვაჟა სწავლობდა თელავის სასულიერო სასწავლებელში.1877-1879 წლებში---თბილისის სამასწავლებო ისტიტუტთან არსებულ ორკლასიან სამოქალაქო სასწავლებელში,შემდეგ კი-გორის სამასწავლებლო (საოსტატო) სემინარიაში, რომელიც 1882 წელს დაამთავრა. ერთხანს სოფლის სკოლაში მასწავლებლობდა. 1883-84 წლებში პეტერბურგის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის თავისუფალი მსმენელი იყო. მაგრამ ხელმოკლეობის გამო მალე მიატოვა უნივერსიტეტი და სამშობლოში დაბრუნებული ჯერ შინამასწავლებლად, შემდეგ დიდი თონეთის სკოლის მასწავლებლად მუშაობდა.
1888 წლიდან პოეტი ჩარგალს დაუბრუნდა. ცხოვრობდა ჩვეულებრივი გლეხის ცხოვრებით-ხნავდა,თესავდა,უვლიდა საქონელს და... ფშავის ზამთრის გრძელ ღამეებში წერდა ლექსებს, პოემებსა და მოთხრობებს. მისი პირველი ნაწარმოები ჯერ კიდევ 1879 წელს დაიბეჭდა დროებაში.
ვაჟა-ფშაველა გარდაიცვალა 1915 წლის 27 ივლისს თბილისში.ის დაკრძალულია მთაწმინდის პანთეონში.
კატეგორია: ♥ბიოგრაფიები | ნანახია: 2376 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]