ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:30
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:15 ადრე თუ გვიან... ნ.კოლხი | |
ეგ,სულ ერთია,ადრე თუ გვიან ვიცი,შეგზარავს ამგვარი ყოფნა, როცა ლაჩრობას სიფრთხილედ თვლიან და სიმამაცეს თვლიან რეგვნობად. რად გინდა ფარი,რად გინდა ხმალი, ან ვისთვის ტირი,ან ვისთვის მღერი?! მონა ხარ,ოღონდ თავისუფალი, მეფე ხარ,ოღონდ გადგას უღელი... სტკივა დაჭრილი ფესვები ძელქვას_ გაგრა,სოხუმი,ჯავა,დმანისი... აბა,რად გინდა სამშობლო ერქვას, სახელად შენი,სახრავად სხვისი?! ახლა სიფრთხილეს ლაჩრობა ჰქვია და ღალატს ნიშნავს ყოფნა ამგვარი, ქართველო,სანამ ქარტველი გქვია_ აღსდექ,გამაგრდი,დასცხე,დაჰკარი! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |