.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ზოგჯერ... ნ.კოლხი
18:49
ზოგჯერ... ნ.კოლხი

ზოგჯერ სიცოცხლეს ის შეგაძულებს, 
რისთვისაც ყოფნა გიღირდა ადრე, 
ის სიყვარული მოგიტანს ტკივილს, 
ეგრე სათუთად გულსი რომ ზარდე; 

დედამ,რომელმაც ზეცა გაჩუქა, 
იმავ დროს მიწის გაქგია კერძად, 
ერთი ბოლო აქვს მეფეს და მონას, 
მამაცს და ლაჩარს,წმინდანს და მეძავს; 

ერთი ბოლო აქვს,მაგრამ სათავე 
ზოგის მღვრიეა,ზოგის ანკარა 
და რომ იდინო როგორც მდინარემ 
სულ კალაპოტში_ზოგჯერ არ კმარა; 

უნდა გადმოსკდე ხანდახან ზათქით, 
ზეცას სწვდებოდეს შენი ქუხილი, 
უნდა წალეკო ყველა ჯებირი, 
უნდა წაშალო ყველა წუხილი; 

უნდა დალეწო ყველა ჯებირი 
და საკუთარით იარო გზებით, 
ეჭვები რწმენით უნდა შეცვალო 
და გულგრილობა შეცვალო გზნებით... 

მაგრამ...მზის სხივი არ იკოცნება, 
სჯობს სასთუმალად ყინული გედოს... 
იმ იმედს მოაქვს უიმედობა, 
რითაც ოცნებებს კვებავდი ერთდროს. 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 955 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]