.

მთავარი » 2013 » იანვარი » 8 » ვინც მე არ მიცნობს
17:40
ვინც მე არ მიცნობს

ვინც მე არ მიცნობს, იფიქრებს რომ მაქვს ცივი გული,
ზოგს სულ უგულო ვეგონები, ზოგს მარტოსული.
სინამდვილეში, კი გული მაქვს ვით ბავშვი ჩვილი,
მერე რა მოხდა.. რომ ვყოფილვარ მე სევდის შვილი.
მერე რა მოხდა.. თუ ვაფასებ ჩემს სიტყვას ძვირად,
თუ ჩემს სახეზე, არ თამაშობს ღიმილი ხშირად,
მერე რა მოხდა.. თუ სიმღერებს არასდროს ვმღერი,
მერე რა მოხდა.. თუ ჩემს თვალებს აქვს სევდის ფერი.

როცა ჩუმად ვარ და არ ვამბობ მე არცერთ სიტყვას
იქნებ იმას ვგრძნობ, რაც რომ სიტყვით არ ძალმიძს ითქვას,
მერე რა მოხდა.. თუ ჩემი ხმა არ ისმის ყურში,
ყველა მეგობარს... მე ხომ ჩუმად ვიხუტებ გულში.
კატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები | ნანახია: 965 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]