ხუთშაბათი, 21.11.2024, 23:36
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
21:30 ქართული სული ნ.კოლხი | |
,,მარად და ყველგან,საქართველოვ, მე ვარ შენთანა!” ილია ჭავჭავაძე გაჩენის დღიდან,გაჩენის დღიდან მე შენთანა ვარ,მამულო ჩემო, შენი ტკივილის სიმწარე მახსოვს, შენი ცრემლების ფერი და გემო. მე შენთვის მცმია ჯაჭვის პერანგი და ანაფორაც მორჩილი ბერის, მე შეგინახე სჯული და ენა და არ ჩაგიქრე ღადარი კერის. შენთვის ვადნობდი ხალიბურ ფოლადს და ვეფხვის ტყავზე ვღვრიდი სტრიქონებს, შენთვის ვუძლებდი ქარსა და წვიმას და მოვყვებოდი ქორონიკონებს. მე შენთან ერთად მომიწნავს ფაცხა და ამიგია სვეტიცხოველი და თუმცა ძველი ტკივილი ჩაცხრა, მე ისევ ახალს ვგრძნობ და მოველი. მეც თან დამდევდა ჩემი დემონი, ხან ვერაგი და ხან უბადრუკი, ტყვედ გავყიდულვარ უცხო მხარეში და დავცემულვარ,როგორც მამლუქი. შენთან ვარ მაინც...დე ვიყო შენთან და კვლავ ვახაროთ ერთად მე და შენ_ სამამულე რქა,საძირე ლერწი და გამოვწურეთ საღვთო ზედაშე; ოღონდ გადავრჩეთ, მამულო ჩემო და თუნდ გოლგითა მერგოს შენს გამო, უჩემოდ ღმერთმა ნუ გაგათენოს, უშენოდ ღმერთმა ნუ დამაღამოს. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |