კვირა, 24.11.2024, 16:17
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
18:20 ფრთხილად! | |
ბოლოს თვალებად იქეცი მხოლოდ, უცვლელი მხოლოდ თვალები შეგრჩა, უკვე იმათშიც წვებოდა ღამე, უკვე იმათშიც ქრებოდა ზეცა; უკვე სიკვდილის შიშიც არ გქონდა, უკვე იყავი საოცრად მშვიდი,_ დამარცხებული მთავარსარდალი ბოლო ბრძოლაში იარაღს ჰყრიდი. _მაპატიეო დედა!_მითხარი, ვიცი,სულ ცოტა ხანი მრჩებაო, ის მადარდებსო ყველაზე უფრო, ჩემი ცრემლი არ გეღირსებაო... მერე მთხოვე და წამოგაჯინე, ფანჯრიდან ქუჩას გახედე მქისედ: _თბილისი ისევ თბილისიაო, კვლავ ძველებურად ბორგავსო,ისევ; და ჩაიცინე მწარედ,უღონოდ, თვალებში ნისლი ჩაგიდგა თალხი: _მხოლოდ მე...მე ვერ დავეტიეო, აგე,რამდენი დადისო ხალხი; მერე დაწექი და პაპიროსის უკანასკნელი მოწიე ღერი; აღარ გეჩხუბე რატომღაც ახლა, ხმის ამოღება ვეღარ შევძელი. _ღვთისმშობლის ხატი მომიტანეო,_ რაღაცას დიდხანს სთხოვდი ჩურჩულით, _დედა,მცივაო...(აგვისტოს ხვატში)_ გულში ჩამეკარ შემოფუთნული. _მეძინებაო,_მითხარი ჩუმად და...დაიძინე,დახუჭე თვალი... და იმის შემდეგ, ორი წელია, ყველას,სულ ყველას ჰგონიხარ მკვდარი... ჩვენ ორმა ვიცით,მხოლოდ მე და შენ, რომ მხოლოდ გძინავს... _ფრთხილად,ჩემს დიდ ბავშვს ნუ გამიღვიძებთ, არ გესმით?ფრთხილად!!! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |