ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:37
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
17:25 ვუძღვნი ქართველ ახალგაზრდობას ნ.კოლხი | |
ჩემი სიმაღლე ჩემი მთებია დამოკამკამე ზეცა ქართული, მე ამითი ვარ ასე ამაყი, მე ამითი ვარ წელგამართული; ჩემი სიმდიდრე ჩემი მიწაა_ სულ რაღაც ერთი გასროლა ისრის, მზე_ლექსებით რომ აგაფორაჯებს და კალმახივით მორევში გისვრის; ჩემი სიმტკიცე ჩემი ციხეა_ ქსანი,ხერთვისი,რუხი,კვეტარა, დამილეწს და ვერ დამიქციეს, ვერ გამიტეხეს მაინც,ვეღარა. ჩემი სამოთხე_მამული ჩემი, ღვთისმშობლის ხვედრი და საბრძანისი, ხმლით მოხაზული ჩემი დიდგორი, სისხლით მორწყული ჩემი კრწანისი. ჩემი სიუხვე_ჩემი ზვრებია, ჩემი სამკალი,ჩემი სათიბი, ზაფხულში მინდვრის ჯეჯილის ფარჩა, ზამთარში_თოვლის თეთრი ქათიბი. ჩემი სიწმინდე ჩემი ჯვარია, ჩემი გელათი,ჩემი იკორთა, სისხლით ნაწერი ფოლიანტები და ქარაგმები ქორონიკონთა. ჩემი საგზალი_წიგნი ქართული, შოთა, აკაკი,ვაჟა,ილია... და ის ფურცელიც ხვალ დასაწერი, რომელიც უკვე გადაშლილია... მაგრამ ამდენი სიმდიდრის მფლობელს შენ რომ არ მყავდე რწმენად,იმედად, ხომ ვიქნებოდი გლახა საპყარი ბედმა უწყალოდ რომ გაიმეტა. შენ რომ არ მყავდე ასე ამაყი, შენ რომ არ მყავდე ასე ძლიერი, ეს იქნებოდა მართლა სიკვდილი, ქართული ყოფის დასალიერი; შენა ხარ ჩვენი სულის სილაღე, ნატვრის ახდენა,ფიქრის განდობა, კურთხეულ იყოს შენი სახელი_ შენ ხარ...შენ გქვია ა ხ ა ლ გ ა ზ რ დ ო ბ ა! ნ.კოლხი | |
|
სულ კომენტარები: 0 | |