.

მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » სადღეგრძელო ნ.კოლხი
18:16
სადღეგრძელო ნ.კოლხი

ზოგი წინ მიდის პირდაპირ,ჯიქურ, 
უჭირს და მაინც გზას არ იმრუდებს, 
ზოგს ურჩევნია შორიდან მოვლა, 
ოღონდ მშვიდობით სახლში დაბრუნდეს; 
მაგრამ მან რა ქნას...მან,ვინც ვერასდროს, 
ვეღარც პირდაპირ და,ვეღარც მოვლით, 
რაც გინდ იაროს,ვეღარსად მივა, 
ვისი სახლია წვიმა და თოვლი?! 
შემივსეთჭიქა,მინდა დავლიო 
დახშული გზების,დანგრეულ ბუდის, 
გამწარებული ბედის და იღბლის, 
ცხოვრების,ასე მკაცრის და მრუდის. 
შემივსეთ ჭიქა ,მინდა დავლიო 
ყველა იმათთვის,ვინც დღეს მარტოა, 
ვისაც სიცოცხლე აჩუქა ღმერთმა, 
მერე გაშორდა და...მიატოვა. 

გზადაკარგულთა ვსვამ სადღეგრძელოს! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 889 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]