.

მთავარი » 2013 » იანვარი » 1 » მხოლოდ სინათლე ნ.კოლხი
18:37
მხოლოდ სინათლე ნ.კოლხი

წვიმს და ეს წვიმა მძიმე და სველი 
შულში უცნაურ მოწყენას ბადებს, 
ვდგავარ წვიმაში,სასწაულს ველი, 
ვქსოვ მოთმინების უმტკიცეს ბადეს. 

წვიმს და ეს ქარი, ვით ლურჯა ცხენი 
ცისკენ მიიწევს ფიცხი,უბელო, 
მე უმწეობა მადარდებს ჩემი... 
შენ რა გატირებს,შავო ღრუბელო? 

ცისფერი ნისლი ასული ცამდე, 
ვინ იცის,რამდენ სატკივარსფარავს, 
ბედტან ჭიდილი ღამდენჯერ ვცადე 
და როგორც მწყემსი მიდენის ფარას_ 

მივდენი ფიქრებს,ნისლიან ფიქრებს 
და ისევ მიყვარს ,რადგან,სამზეო, 
ათასმეერთედ ძალ-ღონეს ვიკრებ: 
_ნუ წახვალ ჩემგან,ნუ წახვალ მზეო! 

სინათლე მხოლოდ, 
მხოლოდ სინათლე, 
არ გამაგონოთ სხვა სახელები, 
ან დამანებეთ ჩემი წილი მზე, 
ან დამიკრიფეთ გულზე ხელები! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 948 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]