.

მთავარი » 2013 » იანვარი » 9 » შენ მოხვედი ნ.კოლხი
19:21
შენ მოხვედი ნ.კოლხი

შენ მოხვედი და 
სულში სინათლემ შემოაშუქა, 
თითქოს ანგელოზს დაებერტყოს 
ქათქათა კალთა, 
მაგრამ ერთხელაც ანგელოზმა ფრთა აიკეცა 
და...გამეპარა. 
ჰოდა,იმ დღიდან უფერულ დღეებს 
ჭრელი ლექსები მიფერადებენ, 
ჩემი ცხოვრება ნაცრისფერი ტილოა თითქოს, 
რომელზეც ცრემლით გაჟღენთილ ძაფით 
ვქარგავ იმედის იეროგლიფებს... 
მაგრამ არ ვიცი, 
როდის და რად გამომადგება: 
დროშად,რომელსაც ბრძოლების დროს 
წინ წავიმძღვარებ, 
თუ იმ სუდარად, 
სამარის კარს რომ შემსუდრავენ?! 
ერთი რამ ვიცი დანამდვილებთ_ 
გულის კარები ღიაა ჩემი 
და ეს ლექსებიც იქიდან ჟონავს 
კვნესა-გოდებად... 
კარს ხომ არასდროს ხურავენ სახლში 
მიცვალებული თუ ასვენია? 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 890 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]