ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:03
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
19:07 მარადილი ოცნება ნ,კოლხი | |
ხარ ამირანის ფიცხი თეთრონი და ტარიელის შავრა ქებული, ხარ კოჭლი მგოსნის ფიცხი მერანი, ბედის წინაშე ამბოხებული. შენ ხარ არსენას ფეხმარდი ლურჯა, მოძმის საშველად ტყეში გაჭრილი, შენა ხარ ზაქროს ქურანა ცხენი, კუდიგორასთან ფაფარაშლილი; გალაკტიონის ლურჯა ცხენი ხარ, მზისკენ მსრბოლავი,ცადაფრენილი, ხარ სალამურა)თეთრ ალავერდთან ყალყზე შემდგარი,ყელმოღერილი... კაცობრიობის შენ ხარ ოცნება და ამ ოცნებას არა აქვს ბოლო, შენ ყველა დროში ერთი ხარ მარად, სახელებს იცვლი მხოლოდ და მხოლოდ< | |
|
სულ კომენტარები: 0 | |