ხუთშაბათი, 21.11.2024, 18:39
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
13:42 მზერაში დაფარულს | |
წუხილს გაუმარჯოს,მზერაში დაფარულს, ფიქრს გაუმარჯოს,ტკივილით დაღალულს, თვალებს გაუმარჯოს,უსაზღვროდ სევდიანს იმ მზერით,რომ ყველაფერს გეტყვის. სიყვარულს გაუმარჯოს,ჩვენს პირველ სიყვარულს, ბოლოს,რომ შეგხვდება კიდევ იმ სიყვარულს. დარდიან გულსა და დაფარულ სიხარულს, სიყვარულს გაუმარჯოს იმ პირველ სიყვარულს. იმ ფიქრს გაუმარჯოს,ღიმილს და სიკეთეს, ჩვენს გულში მალულად ბუდეს რომ იკეთებს. ოხვრას გაუმარჯოს და გრძნობას შორეულს, ნატვრას გაუმარჯოს,ყველასგან დაფარულს, სიყვარულს გაუმარჯოს,თუნდაც დაკარგულს . . . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |