კვირა, 24.11.2024, 16:09
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
15:45 იყავი სხვისგან გამორჩეული ნ.კოლხი | |
შ.ნიშნიანიძე ჰო,რა თქმა უნდა,ათასგვარი არსებობს შიში_ არსებობს შიში სიმაღლის თუ დახშული სივრცის, ან ჩამოვარდნის მწვერვალიდან,ანდა სკამიდან... მაგრამ სულ სხვაა პაწაწინა ნიჟარად ქცევის და ზღვის სიღრმეში სამუდამოდ ჩანთქმის,ჩაკარგვის, მთელში ათქვეფის,ბნელში აღრევის და ,სულაც ისე,უგზო_უკვალოდ დაკარგვის შიში. მთელ ჩვენს ჩხოვრებას მოიცავს იგი და სულში,როგორც ზღაპრულ მღვიმეში, მოწვეთავს ცრემლი და წლიდან წლამდე იზრდება ეჭვის სტალაქტიტები: _ხომ შეიძლება,ჩვენი სულის ზღაპრული მღვიმე სამუდამოდ დახშული აღმოჩნდეს სხვისთვის და ვერ ვეღირსოთ ნათელს ვერასდროს? მაშინ ვინ მოვა და ვინ შეგვიხვევს დამსხვრეულ ფრთებს არტაშანებით, ან ვინ აგვინთებს უწმინდეს სანთელს?! საბედნიეროდ,ღვიძავთ ჩვენში ველურ ინსტინქტებს თავისშენახვის და გადარჩენის(ან,შეიძლება,გამორჩენისაც) და ხელაღებით გვიკიჟინებენ: _რომ არ დაინთქა მღელვარე ზღვაში და არ ჩაგმარხოს მის ფსკერზე ქვიშამ, რომ არ ჩავარდე მგლების ხახაში ან,როგორც წვეთი, არ გშთანთქას ნისლმა_ იყავი სხვისგან გამორჩეული რაღაცით,თუნდაც უბედურებით, ანდა ტკივილით, რადგან ტკივილი კათარზისია სულის და ხორცის... გქონდეს რწმენა და იბრძოლე მისთვის, იყავ მართალი და პირდაპირი, ნუღარ დადგები ნურასდროს ჩრდილში და მტრების შიშით ნუ დადუმდები! ...ჰო,რა თქმა უნდა,მრავალგვარი არსებობს შიში... მაგრამ სულ სხვაა პაწაწინა ნიჟარად ქცევის და ზღვის სიღრმეში სამუდამოდ დანთქმის,დაკარგვის, მთელში გათქვეფის,ბნელში აღრევის და სულაც ისე,უგზო-უკვლოდ დაკარგვის შიში. სწორედ ეს შიში მართავს ცხოვრებას... რა ვინებოდით მის უიმისოდ?! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |