.

მთავარი » 2013 » იანვარი » 24 » ბედნიერება
08:31
ბედნიერება

ეს ხელში რა გიჭირავს?
-ბედნიერება
-და რატომაა ასე ცოტა
-ის მართო ჩემია, ნათელია და ლამაზი
-რა საოცარია
-გინდა ცოტა? 
-მინდა
-ხელი გამომიწოდე, მოგცემ ცოტას
-იო ეს რა თბილია
-მოგწონს?
-ძალიან... დიდი მადლობა
-ახლობლებს მადლობას არ ეუბნებიან
-რატომ
-იმიტომ რომ უსიტყვოდ ხვდებიან ყველაფერს
-სხვებს?
-სხვებს ეუბნებიან ისეთივე სხვები
-იცი, მე ცოტათი უკეთესად ვარ ბედნიერება რომ მიჭირავს ხელში
-ყოველთვის ასე ხდება
-და რომ ცოტას გავუნაწილო?
-შენ უფრო მოგემატება
-როგორ?
-თვითონაც არ ვიცი, უფრო დიდი და თბილიც ხდება
-ხელებს ხომ არ დავიწვავ?
-ხელებს შურზე და ბოროტებაზე დაიწვავ, ბედნიერებაზე არა
-იცი? მე ვიცი ვის გავუნაწილებ მას
-მე მოხარული ვარ ამით
-მაშინ
-სწორედ მაშინ შეvხვდებით ერთმანეთს, გაუნაწილე ვისაც გინდა! ეს ხომ ძალიან ბევრ ადამიანს ჭირდება...
კატეგორია: ♥სასიყვარულო სტატიები | ნანახია: 1007 | დაამატა: adjara | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]