.

მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » კონტრასტი ნ.კოლხი
15:02
კონტრასტი ნ.კოლხი

,,თუ თავი შენი შენ გახლავს, 
ღარიბად არ იხსენები” 
შოთა რუსთაველი 

ძალიან მიმძიმს თუ მაძაგებენ, 
მაგრამ მერწმუნეთ, 
მტანჯავს ხოლმე ქების მოსმენაც, 
რადგან ეს ქება იუდას ამბორს მაგონებს უფრო 
და ეკლის გვირგვინს ვარჩევ უცილოდ 
იმ ვარდისწნულებს და იმ დაფნასაც, 
თქვენ რომ მთავაზობთ; 
მე ხომ ოდითგან ყველა დარტყმას 
ჯილდოდ ვრებულობ 
და ეს მიწაზე კი არა მცემს, 
უფრო მამაღლებს...და ამიტომაც, 
არ მშინებია თვით ბოროტების, 
მე კარგად ვიცი ბოროტება ბოგინობს,რადგან 
უკეთურებმა არ იციან,რაასიკეთე 
და სიმახინჯეც დაღოღავს ქვეყნად 
მხოლოდ იმიტომ,მახინჯი სულის ადამიანებს 
არ აქვთ უნარი დაინახონ მშვენიერბა. 
არსებობს ქვეყნად სიძულვილიც, 
რადგან მოძულეთ სიყვარული არ შეუძლიათ... 
და მაინც...მაინც ვერასოდეს ვერ შევიგრძნობდით 
ვერც სილამაზის,ვერც სიკეთის, 
ვერც სიყვარულის მომხიბვლელობას_ 
არ ყოფილიყვნენ ქვეყანაზე 
სიმახინჯეც,ბოროტებაც და სიძულვილიც; 
ერთად ერთი,რაც ჯერ-ჯერობით ვერ დავაფასე, 
არის სიცოცხლე. 
მის ფასს გავიგებ,ალბათ,უფრო მოგვიანებით, 
როცა მოვა და ჩამხედავს თვალში, 
როცა ძარღვებში ჩამიდგება მისი სიცივე 
და დავნებდები ისე მორჩილად, 
ვით ნებდებიან საყვარელ ხელებს... 
და კარგად ვიცი,არც სიკვდილის შემეშინდება, 
რადგან სიცოცხლით ისეთი რამ აღმოვაჩინე, 
რაც თქვენ არ გესმით, 
ვერც გაიგებთ ვეღარასოდეს, 
რადგან მე ლეშზე კი არა ვზრუნავ, 
არამედ სულზე, 
ლეში კი...ლეში ხრწნადია მხოლოდ 
და სულს გვიბილწავს. 
ახლა ხომ იცით, 
თუ რად მტანჯავს არა მარტო ძაგება თქვენგან, 
არამედ ქებაც, 
ანდა რად ვარჩევ ეკლის გვირგვინს 
იმ ვარდისწნულებს და იმ დაფნასაც, 
თქვენ რომ მთავაზობთ?! 
მე არ მჭირდება აღარც ერთი 
და არც მეორე, 
რადგან იმ ტანჯვის საფასურად, 
თავს რომ გადამხდა_ 
ბოლოს და ბოლოს, 
ჩემი თავი აღმოვაჩინე! 

ნ.კოლხი
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1105 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]