.

მთავარი » 2013 » იანვარი » 7 » ხსოვნა ნ.კოლხი
15:36
ხსოვნა ნ.კოლხი

ერთ დროს ჩემს გულშიც იდგა აპრილი 
და ვმაღლდებოდი ოცნებით ცამდი, 
ზეცის ლაჟვარდი ლურჯად დაღვრილი 
მაწვიმდა და მეც წყალივით ვსვამდი. 
იმ აფეთქებულ ნუშებს თუ თვალებს 
ახლაც ვნახულობ სიზმაში ხშირად, 
იმათზე დარდი მაინც მაწვალებს, 
დავალ და მხრებით დამაქვს უჩინრად. 
იმ გულს ზამთარმა გადაუარა, 
არ ღელავს,როგორც ღელავდა მაშინ, 
ბავშვური კითხვა:_ვუყვარვარ _არა... 
მჭკნარ გვირილებად მაყრია თმაში. 
ბედმა მარგუნა ლექსებად ვწერო 
აუხდენელი ლურჯი ზმანება, 
სადრაც მიფრინავს დაღლილი წერო, 
უკვე დამდგარა ფერიცვალება; 
და მე არ ვიცი,ჩემი აპრილი 
მე დავკარგე თუ ,თავად დამკარგა... 
ხსოვნად მოვნათლე ცრემლი დაღვრილი, 
მაგრამ თვით ხსოვნას რაღა დავარქვა?!
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1098 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]