.

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » ამაო მსხვერპლი (ბადრი)
15:49
ამაო მსხვერპლი (ბადრი)

გთხოვ,არ დამემდურო,
იმ ტივის ბრალია,
მეჩეჩზე შეჯდა და ეს გულიც დალია...
ხომ იცი,რომ კვეხნა
მე არა მჩვეოდა,
სიმართლე სათქმელზეც ზედმეტი
მრჩებოდა;
მდინარე მე მარტომ,
ამ მკლავით გადმოვცურე,
შენთვის ამ გულიდან
სისხლი გადმოვწურე,
მე მაინც მოვედი,
შენთან მოვაღწიე,
თითქოს ტყვეობას
თავი დავაღწიე...
და მაინც,ეს გზები
შენ ვეღარ გწვდებოდა....
ვეღარ გავთვალე,
რომ შენი გული,
ამგვარი მსხვეროლითაც
ვეღარ გაძღებოდა.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 1017 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]