.

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » მონატრება (ბადრი)
16:22
მონატრება (ბადრი)

ო,მომენატრა მე ის ცრემლები,
განცდა,ტკივილი,მარტოობის ჩვეული დარდი;
ო,მომენატრა მე ჩურჩული შენი სახელის
და კიდევ იგი,რაც აღარ არის,
მონატრებების მონატრება მომნატრებია...
მომნატრებია პირველი ლექსის ღვთიური ჰანგი;
ო,მომენატრა შენი თვალების ელვარება,
ტუჩები,თმები,
ის თეთრი მკერდი, უნებურად სხვას რომ შესწირე...
მგონი დამლეწეს,აღარ შემრჩა გოდოლი მრთელი,
არ დამიტოვეს ჩემი წილი ულუფა მცირე.
მომნატრებია...
ო,ბევრი რამ მომნატრებია,
საოცარია...
წუხელ მხოლოდ ვინატრე ძილი,
აღარ მებადა აღარაფერი,
არც რა მახსოვდა,არ მაწუხებდა,აღარც დრო
და აღარც მანძილი;
...გამომარვიზა გაზაფხულის მზის ანცმა სხივმა,
წამსვე ვიგრძენი:
გულს სწყუროდა,
ბორგავდა ,
თრთოდა...
მენატრებოდა
მენატრებოდა რაც დამიკარგავს
ძგერდა გული და მთელი ძალით
შენ...შენ გიხმობდა.
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 899 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]