ოთხშაბათი, 04.12.2024, 11:49
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
16:42 შემთხვევითი შეხვედრა (ბადრი) | |
დროის ულმობლობა ვეღარაფერს აკლებს, ისე მენატრება შენი სიახლოვე, რომ აღარ ვიცი,ახლა სად გეძებო, ანდა რა გიწოდო... მოგონების ფურცლებს ფერი აღარ შერჩათ... მწარედ მეცინება:სახელიც ვერ გკითხე, მისამართად შენი ღიმილიღა შემრჩა. შენი გაღიმება_ნაზი,მიმზიდველი, ასე მშვენიერი ერთი მხოლოდ შენ ხარ, ისე დამკარგვიხარ,ისე მენატრები, ისე მომდომია შემახვედრა შენთან; მუხლზე დაჩოქილი ვარსკვლავთ ვევედრები, ცრემლი მომერიოს, ლამის,ისე გნატრობ, ცისკრის ვარდისფერი გოდოლს უმტვრევს ღამეს... ჩემი სიხარული შემიწირავს,ვდარდობ. ბებერ დედამიწას შუქი მოჰფენია, მზერას ურცხვად მტაცებს ჩქერი ნაკადულის, ვუმზერ,ყველაფერში შენი ღიმილია, შენი ღიმილია ჩემი სიხარული. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |