ხუთშაბათი, 12.12.2024, 00:12
მოგესალმები სტუმარი | RSS | რეგისტრაცია | შესვლა
20:22 შენი თვალები ნ.კოლხი | |
დიდხანს ვეძებე მყუდრო ნაპირი, ძებნაში ლამის გაქრეს სიცოცხლე, გამძვრეს სული დათყავი ცხრაპირი. მე ბევრჯერ ვმდგარვარ უფსკრულის პირას, მოვბრუნებულვარ ბედის მორჩილი, რადგანაც მთხოვდნენ შენი თვალები, მათი თილისმით ვარ შებოჭილი; და თუ ცხოვრებით ასე დაღლილი კვლავ ზურგს შევაქცევ უცხო ზმანებებს, შენი თვალების ღვთიური შუქი წყვდიადს ადვილად არ დამანებებს; და თვით სიკვდილსაც შევხვდები მშვიდად, უცილო გაყრას სულის და ხორცის, რადგან იქ მელის შენი თვალები_ ჩემი კეტილი იმედის კონცხი. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |