.

მთავარი » 2013 » იანვარი » 14 » გაიგებ?იგრძნობ? (ბადრი)
14:34
გაიგებ?იგრძნობ? (ბადრი)


გულს ძლიერ უნდა ვილოცო შენზე_
სხეულს არ ძალუძს.
გულს მიაჩნიხარ სალოცავ ხატად,
გაღმერთებს გული...
ძალიან მინდა მუხლზე დავეცე,
გემთხვიო ფეხზე
და აღსარებით
განვკურნო სული;
მაგრამ მაშინებს მონანიების ბოლო წამები:
გაიგებ?იგრძნობ?
უმკურნალებ ჭრილობებს ჩემსას?
და რომ წავიწევ დასაჩოქებლად,
გაწამებული შეშდება გული,
უფრო მეხსნება მძიმე ჭრილობა
და ამით უფრო ღრმავდება წყლული.

(დაამატა ნ.კოლხმა)
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 905 | დაამატა: | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]