.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25


ატეგორია: ♥სასიყვარულო ფოტოები |ნახვა: 1641| დაამატა: adjara  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


გავხდი ბებერი და ენამწარე, 
ჩემს ყვითელ სახეს ნაოჭი ფარავს, 
გულჯავრიანი,ხელმოცახცახე, 
წელში მოხრილი და კაფანარა. 
ის კი,ჯალათი, დაცინვით მიმზერს, 
ამაყობს თავის ნაშრომით ერთობ, 
როცა დაჰყურებს ჩემს ფერმკრთალ კანზე 
კვალს ბრძოლებისას...შეუნდე,ღმერთო! 

ანა ახმატოვა (თარგმნა ნ.კოლხმა)
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1052| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


შენ,თვალნათელო მოქალაქევ მომავალ დროის. 
როგორც სიძველეთმოყვარული,ვიცი,ოდესმე 
გადაშლი კრებულს,დავიწყებულს ტყუილუბრალოდ 
და წაიკითხავ ჩემს ძარღვიან და გამძლე ლექსებს. 

ვიცი,ხუმრობით შენც ჩაიცვამ ფრაკსა და სერთუკს_ 
ჩემი ეპოქის გემოვნების დამღა რომ აზის, 
დაიკაპიწე,ყური უგდე თუ რარიგად ჟღერს 
დრო გარდასული,შორეული ნიჟარა მუზის. 

თექვსმეტი სტროფი გვირგვინივით ერთად შეკრული, 
როგორც სურათი ბუნდოვანი,მქრქალი დ ა მყიფე, 
აჰა,გაბედე და დახლიჩე ცალკე მარცვლებად_&n ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 901| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


არყის და ვერხვის ფოთოლთა შორის 
ხეივნის ბოლოს,პატარა ხიდთან, 
გამოკრთა შუქი მსუბუქი კაბის, 
როგორც ღიღილო-ლურჯი დაწმინდა. 

შენი ხატება შუქმოელვარე 
ჩემს ხელისგულზე ფართატებს თითქოს 
და ვუფრთხილდები,როგორც პეპელას, 
რომელიც წასვლას აღარსად ითხოვს. 

გავიდნენ წლები.მე ბედნიერი 
ვიყავი,თუმცა უშენოდ ვცხოვრობ, 
მაგრამ დრო და დრო შემიპყრობს შიში: 
სადა ხარ ახლა,ახლა სად ცხოვრობ?&n ... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥სასიყვარულო ლექსები |ნახვა: 1236| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


დროდადრო დარდები კვირტივით სკდებიან 
და სევდის ბაღებში ყვავიან იებად, 
ო,ლექსი კიარა,ეს მათი ცრემლია 
ასე რომ ჩამომდის და ...მეპატიება. 

იღბალი რაც უფრო მმტრობდა და მწიხლავდა 
მე ცისკენ ვიწევდი მიტ უფრო,თანდათან, 
ლამაზი ზღაპარი დაიწყო უეცრად, 
ასევე უეცრად დამთავრდა. 

ნამდვილი ცხოვრებაც ხომ მხოლოდ ის არის, 
რაც ქვეყნად იბრძოლე,იტანჯე,ეწამე, 
ყველა დანარცენი მხოლოდ მირაჟია, 
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1106| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა 


თრთოდა საყურე,როგორც პეპელა,
 თრთოდა მგოსანიც-კოჭლი, ყარიბი,
 ცას შესცქეროდა-იყო მდიდარი,
 მიწაზე იდგა-იყო ღარიბი. 
 განა ამ ქვეყნად ბევრი რამ სურდა? 
სულ პაწაწინა,ნანატრი ჩრდილი,
 მაგრამ პეპელა სულ სხვას სწყალობდა
 და მიფრინავდა,ტოვებდა თბილისს. 
 მიფარფატებდა...მან ხომ კოლხეთის 
ულურჯეს ცის ქვეშ დაიდო ბინა,
 შორს გაიტყუა უცხო ციაგმა
 და დედოფლობით დააგვირგვინა.
 გავიდნენ წლები და თან წაიღეს ის აღტაცება
... კითხვის გაგრძელება »
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 1090| დაამატა:  | კომენტარი (1) სრულად ნახვა 


გარეთ ღამეა, 
ცის დასავალს მზე მიმალულა... 
ვკითხულობთ ვაჟას. 
ცრემლს ვერ იკავებ,იწმენდ მალულად, 
გრცხვენია ,,ვაჟკაცს”. 
მაგრამ თვალებში ქარიშხალი ჩნდება ანაზდად, 
ღელავს ზღვაური 
და მეუბნები აღტაცებით(ისე ლამაზად!): 
-ხომ ხედავ,დედა,არ შეეწირა ზვიადაური! 
ცაზე მთვარე წევს ნამგალა და ახალთახალი... 
ვკიტხულობთ ვაჟას... 
შენს დიდ თვალებშიც იბადება რაღაც ახალი, 
იწყებს ფრთის გაშლას. 

დაამატა ნ.კოლხი
ატეგორია: ♥ლექსები |ნახვა: 798| დაამატა:  | კომენტარი (0) სრულად ნახვა