.

მთავარი » 2012 » დეკემბერი » 25 » მომავალ მკითხველს,ჯერარშობილს! ვ.ნაბოკოვი (თარგმნა ნ.კოლხმა)
17:25
მომავალ მკითხველს,ჯერარშობილს! ვ.ნაბოკოვი (თარგმნა ნ.კოლხმა)

შენ,თვალნათელო მოქალაქევ მომავალ დროის. 
როგორც სიძველეთმოყვარული,ვიცი,ოდესმე 
გადაშლი კრებულს,დავიწყებულს ტყუილუბრალოდ 
და წაიკითხავ ჩემს ძარღვიან და გამძლე ლექსებს. 

ვიცი,ხუმრობით შენც ჩაიცვამ ფრაკსა და სერთუკს_ 
ჩემი ეპოქის გემოვნების დამღა რომ აზის, 
დაიკაპიწე,ყური უგდე თუ რარიგად ჟღერს 
დრო გარდასული,შორეული ნიჟარა მუზის. 

თექვსმეტი სტროფი გვირგვინივით ერთად შეკრული, 
როგორც სურათი ბუნდოვანი,მქრქალი დ ა მყიფე, 
აჰა,გაბედე და დახლიჩე ცალკე მარცვლებად_ 
ეს ჩემი ძველი სისუფთავე დასირარიბე. 

მე აქ ვარ ,შენთან,ვეღარაფრით დამემალები, 
წყვდიადის გავლით აქ შენს მკერდში დავიდე ბინა, 
იგრძენ სიცივე?_გამჭოლი ქარი უძველეს დროის... 
საკმარისია,მაშ მშვიდობით,კმაყოფილი ვარ! 

ვ.ნაბოკოვი (თარგმნა ნ.კოლხმა)
კატეგორია: ♥ლექსები | ნანახია: 902 | დაამატა: | რეიტინგი: 2.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]